18 ოქტომბერი, 2017
ვინ არის 60-იანი წლების ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ნაადრევ ასაკში სიმსივნით დაიღუპა
60-იან წლებში კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით საქართველოში დიდი გარდატეხა მოხდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდნენ ასპარეზზე ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი და სხვა ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც ქართველ მსმენელს არასდროს დაავიწყდება.

მათ რიცხვს განეკუთვნებოდა ახალგაზრდა მომღერალი გოგონა ჯილდა დათუაშვილი. ველისციხელი გოგონა გამოჩენისთანავე გახდა საზოგადოების გულთამპყრობელი, მას სიმღერებს უწერდნენ ცნობილი კომპოზიტორები, მის სილამაზეზე დადიოდა ლეგენდები, თუმცა... თუმცა დღეს მის შესახებ, ახალმა თაობამ თითქმის არაფერი იცის.

ჯილდა დათუაშვილი 1946 წელს დაიბადა. ის ბავშვობიდან მღეროდა, ნიჭიერთა შვიდწლედიც დაამთავრა და პატარა ასაკში, არტეკის
ნორჩი მომღერლების კონკურსშიც გაიმარჯვა.

ჯილდა დათუაშვილი დიდ სცენაზე ჯემალ ბაღაშვილმა გაიყვანა. პროფესიით ქიმიკოსი გახლდათ.

უკვე 1965-66 წლებიდან გეპეის ორკესტრის წყალობით მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. მისი საკონცერტო ტურნე საქართველოს გარდა ძირითადად შემოფარგლული იყო მოსკოვითა და ლენინგრადით. 1968 წელს კი მას საფრანგეთში ზამთრის ოლიმპიადაზე ჩვენს სპორტსმენებთან ჰქონდა გამოსვლა.

მხოლოდ საესტრადო ცხოვრება და წარმატება არ აკმაყოფილებდა, ის წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს მეცნიერებას და ესტრადას. თუმცა მისი სიცოცხლე ხანმოკლე აღმოჩნდა.

“ჯილდა ნამდვილი საოცრება იყო. ისეთი უშუალო, მგრძნობიარე. სიყვარული ედგა თვალებში და თავადაც სიყვარულად იღვრებოდა. როგორც მომღერალი ხომ განუმეორებელი გახლდათ. გული მწყდება, რომ მისნაირები დღეს იშვიათად იბადებიან. სიმღერა “ჩუმად მითხარი” ჯილდასთვის დავწერე. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს არავის უმღერია. ბოლოს შეასრულეს, მაგრამ... ჯილდა სულ სხვა იყო. ეს სიმღერაც მის სიმღერად დარჩა” - ასე იხსენებდა მას, გამოჩენილი კომპოზიტორი ნოდარ გიგაური.
ჯილდა დათუაშვილი 24 წლის ასაკში თავის სიმსივნით გარდაიცვალა. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, მასზე მაინც წერდნენ სიმღერებს. “არა ყოფილა ადვილი წარსულის დავიწყება” - უმღეროდნენ ჯილდას გარდაცვალების შემდეგ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მანუჩარ პირველი
https://soundcloud.com/manuchar-katchakhidze/851evpbn5pfn
21:31 / 25-07-2019
გამოხმაურება / 0 /
შალვა
გაიხარეთ თქვენ, ამ მართლაც უნიჭიერესი მომღერალის გახსნებისთვის. მადლობა თქვენ!
14:56 / 20-01-2019
გამოხმაურება / 0 /
Niania
Dzalian patara viyavi magram yurshi midgas misi ulamazesi tembri da msuye xma! Misi casvlis shemdegac didxans atrialebdnen radioshi mis shedevrebs!
23:39 / 30-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ლელა
გვახსოვს ჯილდა,ძალიან გვატკინა გული მისმა ამბავმა,მთელი თბილისი გულშემატკივრობდა, ეგებ ტყუილი იყოს მისი ავადმყოფობა და გადარჩესო
17:12 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS