მომღერლის თქმით, სიმღერამ გადაატანინა ყველა სირთულე და აუნაზღაურა ყველა დანაკლისი.
"ჩემი მეუღლე ყოველთვის მეუბნებოდა, ნანი, შენ მომღერლად დაიბადე, არასდროს შეწყვიტო სიმღერა, დადგება დრო, შენ იქნები ძალზე პოპულარული, გექნება დიდი სახლი საკუთარი სადარბაზოთი და დაცვით და იცხოვრებ ისე, როგორც უცხოელი ვარსკვლავები ცხოვრობენო''…
მომღერალი გულდაწყვეტილი საუბრობს, რომ მიუხედავად ასეთი მხარდაჭერისა, მათი ოჯახი მაინც დაინგრა.
''მჯერა, რომ რაც ცხოვრებაში ხდება, აუცილებლად ისე უნდა მოხდეს, ასეა საჭირო. მე უნდა
ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ჩემი ოჯახისთვისაც სასურველი და მიღებული სიძე გახლდათ. ყოველთვის ხელს მიწყობდა, გასტროლებზეც დამყვებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში ვერ გაუძლო, ცოლის პოპულარობა ქართველ კაცებზე დამთგრუნველად მოქმედებს. ჩვენ კამათს და დავიდარაბას მიჩვეულები არ ვიყავით და დავცილდით ერთმანეთს.
მერე მერაბი დაიჭირეს, კარგა ხნის შემდეგ გამოვიდა ციხიდან. ეკა 14 წლის იყო, სიგიჟემდე უყვარდა მამა, მეც ანგარიში გავუწიე შვილის სურვილს, ჯერ კიდევ ღვიოდა სიყვარული და შევრიგდით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცოტა ხანში დავშორდით და უკვე სამუდამოდ"
ნანი ბრეგვაძე იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეუღლემ იოგას აზიარა:
"ჩემი მეუღლე ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე კარგად იყო დაუფლებული იოგას და მეც მაზიარა ამ ხელოვნებას. ყოველდღე ვვარჯიშობდი და არის ერთი პოზა "სანთელი", რაც თავზე დგომას ნიშნავს, იმასაც საუცხოოდ ვასრულებდი.
ახლა დიდი სპორტულობით აღარ გამოვირჩევი. მართალია, გარეთ ნაკლებად ვსეირნობ, მაგრამ ჩემს სახლში ოთახიდან ოთახში ძალიან ბევრს ვმოძრაობ".