07 ნოემბერი, 2018
ნოე სულაბერიძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდა
"ცეკვავენ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება: ჯერ ლალი მოროშკინამ საკუთარი ნებით დატოვა პროექტი და "ლაივმა" მის გარეშე ჩაიარა, ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაშლის პირასააო...

პროექტის გარშემო არსებულ მოვლენებზე ჟურნალ "გზას" ნოე სულაბერიძე ესაუბრა.

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ უკრაინელი ქორეოგრაფების ნაწილს გოჩა ჩერტკოევის შეფასებების მიმართ გაუჩნდა პროტესტი და პროექტის დატოვება ამიტომ გადაწყვიტეს?
- არა, ჩერტკოევი არაფერ შუაშია. უბრალოდ ქორეოგრაფებს შემოქმედებითი უთანხმოება მოუვიდათ.

Rating

- გოჩას შეფასებებთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ?
- ვიცი, რომ წლების განმავლობაში
გოჩა ყველაზე კომპტენეტური და ამ პროექტის უცვლელი ნაწილი გახლავთ. ასე რომ, გოჩა ამ პროექტის ნაწილია და იმედი მაქვს, ასე იქნება.

- ნოე, საერთოდ უკრაინელი ქორეოგრაფების ჩამოყვანა რატომ გახდა საჭირო? საქართველოში პროფესიონალები არ არიან?
- საქართველოში ძალიან ბევრი და კარგი ქორეოგრაფი გვყავს, ბუნებრივია. უბრალოდ პროექტი ასეთ "რელსებზე" აეწყო, რომ ქორეოგრაფები ყოველთვის ჩამოგვყავდა: თავდაპირველად, როცა პროექტის კეთებას ვიწყებდით, ამ ფორმატზე მუშაობაში გამოცდილ გუნდს შესაძლებლობა მივეცით, დაგვხმარებოდა, შესაბამისად, მერე ასე გაგრძელდა...

Rating

- ლალი მოროშკინას მიერ პროექტის დატოვებას რაც შეეხება, მისი პროტესტი სამართლიანად მიგაჩნიათ?
- იმ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი, სამწუხაროდ, დეტალები არ ვიცი, თუმცა, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ლალიმ პროექტი დატოვა, რადგან ის ღირებულებას წარმოადგენდა პროექტისთვის ისევე, როგორც პროექტი ლალისთვის.

- პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ცერიაშვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა?
- კი, ლაშამ პროექტი თავისი ნებით დატოვა. ის თავის საქმის პროეფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი შესაძლებლობების რეალიზება კიდევ არაერთხელ მოხდება.


ჟურნალი "გზა"

ეთო ყორღანაშვილი



წაიკითხეთ: სკანდალი: შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!

"ცეკვას ვერ ვაგრძელებდი" - მორიგი ინციდენტი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გუშინ ნინო ჩხეიძეს შეემთხვა







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS