16 ოქტომბერი, 2018
"ცეკვას ვერ ვაგრძელებდი" - მორიგი ინციდენტი, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გუშინ ნინო ჩხეიძეს შეემთხვა
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გუშინდელი ტური სკანდალურად დასრულდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, შოუს თორნიკე კვერენჩხილაძე და ანი ჯავახი გამოემშვიდობნენ, ხოლო შემდეგ, პროექტი ლალი მოროშკინამ დატოვა. გუშინდელი შოუს მსვლელობისას კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, მომღერალ ნინო ჩხეიძეს ცეკვის დროს თვალში წებო ჩაუვიდა და თვალდახუჭული ცეკვავდა.

ნინო ცეკვის დასრულების შემდეგ, გოჩა ჩერტკოევმა გააკრიტიკა. მან არაპროფესიონალ მოცეკვავეს პროფესიონალურად ცეკვა მოსთხოვა.

„რეიტინგი“ მომღერალს დაუკავშირდა.

- ნინო, რამდენად სამართლიანი იყო გუშინდელი გადაწყვეტილება პროექტიდან თორნიკე კვერენჩხილაძის და ანი ჯავახის გავარდნის თაობაზე, ძაბვის ვარდნის გამო,
მათ ფაქტობრივად, მეორედ მოუწიათ ცეკვა..
.

- მე არ ვთვლი, რომ ამან ხელი შეუშალა თორნიკეს და ანის. გული დამწყდა, თორნიკეს გავარდნის გამო, ამ პროექტის წესები ასეთია, დიდი მნიშვნელობა აქვს მაყურებლის აქტიურობას. რაც შეეხება ჩემს ნომერს, კმაყოფილი ვარ იმით, რაც დავდგი პროფესიონალებთან ერთად.

Rating

სიმღერაც მომეწონა, ჩაცმულობაც, ფაქტიურად ჩემს სტიქიაში ვიყავი და ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ თვალი არ გამეჭედა. ფაქტიურად, თვალდახუჭული ვცეკვავდი, წებო ჩამივიდა თვალში, მეცინებოდა, ცეკვას ვერ ვაგრძელებდი და მეგონა, ამას მთელი საქართველო უყურებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაშა ცერიაშვილის დამსახურებით, ეს ვერავინ ვერ დაინახა და ჩემგან გაიგო მაყურებელმა.

პრეტენზია არც მე მაქვს პროფესიონალ მოცეკვავეობაზე და არც მაყურებელი ელოდება ჩემგან ჰაერში ტრიალს. ამ შოუში ვარ იმისთვის, ლამაზი სანახაობა ვაჩვენო მაყურებელს და გავამხიარულო, როგორც ჩემი თავი, ასევე ისინი.

- ჟიურის შეფასებებით კმაყოფილი ხართ, ისინი ლალი მოროშკინამ უზრდელობაში დაადანაშაულა?
- ჟიური მკაცრია, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება ჟიური. ცეკვის მხრივ, გუშინ დაბალი შეფასებები მივიღე, მაგრამ ხან ისე იქნება, ხან ასე. კარგი იქნება, ჟიურის რამდენიმე წევრი რომ გვამხნევებდეს.

- ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?
- ვთვლი, ლალი გამორჩეული კონკურსნატი იყო. რთულ ნომრებს ასრულებდა. გული დამწყდა, მინდა, დაბრუნდეს შოუში. კარგი გუნდი ვიყავით შეკრებილები და შეგვიძლია, კარგი შოუ გვქონდეს. მითუმეტეს, პროფესიონალებთან ერთად ვმუშაობთ.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მედეა
ტკვენ გაიხარედ როგორ გემრილად გამაცინეტ სიმარტლის თკმისთვის
23:04 / 22-10-2018
გამოხმაურება / 0 /
კეთილი რჩევა!
შვილო, შენ არც ცეკვაში არა ბრწყინავ და დაჯექი სახლში, გააჩინე ბავშვები და მათ მიხედე რაა? დაგვაწყვიტე ნერვები ჯერ სიმღერით და ახლა ცეკვით! ტოჟე მნე, რაა?
02:37 / 17-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS