07 ივნისი, 2018
"მონარქია აუცილებლად აღდგება" - გაიცანით ღვანკითელი ავტოინჟინერი პრინცი
„რეიტინგის“ რესპოდენტი 35 წლის ირაკლი ბაგრატიონია. ის ბაგრატიონების იმერეთის შტოს მემკვიდრეა. ირაკლი სოფელ ღვანკითში დაიბადა და გაიზარდა. ცხოვრობდა მონასტერში, დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სასულიერო სემინარია. უფრო დაწვრილებით საკუთარ თავზე ირაკლი ბაგრატიონი გიამბობთ.

- ვიზრდებოდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მშიოდა, მეც დავმტვრეულვარ და მეც მიყვარს სოფლური ცხოვრება, ჩვენს გაზრდას შორის არანაირი განსხვავება არაა. თუმცა, ბაგრატიონი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობა, ასეთი იყო გარემოცვის
დამოკიდებულება. ღვანკითში დავიბადე და გავიზარდე, დღესაც ვიცხოვრებდი სოფელში, მაგრამ იქ არ არის დასაქმების საშუალება და სამწუხაროდ, ბოლო 15 წელია, თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ავტოინჟინერი ვარ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ გენერალური მენეჯერის პოსტზე. ბაგრატიონებს გვიზიდავს ავტომობილები (იცინის).

- ცნობილია, რომ მონასტერშიც ცხოვრობდით, რატომ წახვედით მონასტერში?
- ყოველთვის მინდოდა მონასტერში წასვლა, პირველად 15 წლის ასაკში წავედი დავით-გარეჯის მონასტერში, სადაც ათი დღე დავრჩი. შემდეგ როცა სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, 4 წელი ვცხოვრობდი ტაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერში. ფეხით დავდიოდი სემინარიაში. სტიქაროსანი ვიყავი და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ჩემი სახლია მონასტერი.

Rating

- შეყვარებული ხართ?

- არ ვარ შეყვარებული. პრეტენზიულიც არ ვარ. უბრალოდ ცხოვრება არის ასეთი, ჩვენ ვეძებთ და ან გაგვიმართლებს, ან არა. ჯერჯერობით მე თანამგზავრს ნამდვილად არ ვეძებ. მიმაჩნია, ადამიანი სანამ ახალგაზრდაა ტავისუფლად უნდა იცხოვროს.

- დიდგვაროვან საცოლეს ეძებთ?
- არავის არ ვეძებ და არც გვარს ვანიჭებ მნიშვნელობას. შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოა.

Rating

- თქვენი აზრით, მონარქია აღდგება საქართველოში?
- მონარქია აუცილებლად აღდგება მაშინ, როცა ამას საზოგადოება მოითხოვს. სამეფო დინასტიამ საუკუნებს იმიტომ გაუძლო, რომ ბაგრატიონი არ ემსახურება საკუთარ თავს, ბაგრატიონი ემსახურება საზოგადოებას. ნახეთ სოლომონის სასახლე იმერეთში და ერეკლეს სასახლე კახეთში, ჩვეულებრივი თავადის სახლისგან ის არც განსხვავდება.

- ვის ეკუთვნის მეფობა მონარქია თუ აღდგა?
- უფლის მადლით, გვეზრდება პატარა გიორგი, რომელიც ბაგრატიონების მემკვიდრეა.

- რატომ არ იყავით პრინც ხუანის და ქრსიტინეს ქორწილში, დაძაბულობაა თქვენს შორის?

- არანაირი დაძაბულობა ჩვენს შორის არ არის, ვულოცავ მათ გაბედნიერებას. სწორედ მაგ დღეს, როცა ქრისტინემ და ხუანმა იქორწინეს, ჩემი დისშვილის ნათლობა იყო ქუთაისში და ამას ნამდვილად ვერ გამოვაკლდებოდი.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
სარა
კარგი ბიჭია, რას ერჩით, ცუდი რა თქვა, გარეგნობა კი ნამდვილად ქართული აქვს მომშვილდული წარბებით და არწივის ცხვირით.
01:19 / 24-06-2018
გამოხმაურება / 0 /
Tea
Eseniga gvakldnen sruli idiliistvis
00:30 / 11-06-2018
გამოხმაურება / 0 /
456
ეს გოგო რაღაც ცხოველი რომ აქვს შემოხვეული,სინამდვილეში კოპალიანია გვარად.გვიან გადავიდა ბებიის გვარზე და ასე გახდა მარი ბაგრატიონი:) იმატრაკვეცონ და იყვნენ:) მონარქია მოკრძალებულად თუ აღდგება და მხოლოდ 1-2 ოჯახზე იქნება საუბარი კიდევ შეიძლება და დანარჩენებმა იცხოვრონ თუ შეიძლება ჩვენსავით მოკვდავებივით და თავებს ნუ გადაგვამეტებენ!
13:49 / 10-06-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით
რაც დაგვღუპეს, გაგვყიდეს, დაგვშალეს ამ დედა..... ბაგრატიონებმა საკუთარი ძალაუფლებისათვის ისიც იკმარონ !!!!!!!!!!! თქვენი მონარქობა მო.... !!!!!!! თვითმარქვია ხროვა ხართ, სულ ასეთები იყავით ! საქართველო მუდამ ფეხზე გეკიდათ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავდით!!!!!!!!
16:59 / 08-06-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა მონარქი, რის მონარქი რა ოცნებები გქონიათ 21-ე საუკუნეში. ამ პარაზიტების რჩენა აკლია საქართველოს.
14:01 / 08-06-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS