- ვიზრდებოდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მეც მშიოდა, მეც დავმტვრეულვარ და მეც მიყვარს სოფლური ცხოვრება, ჩვენს გაზრდას შორის არანაირი განსხვავება არაა. თუმცა, ბაგრატიონი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობა, ასეთი იყო გარემოცვის
- ცნობილია, რომ მონასტერშიც ცხოვრობდით, რატომ წახვედით მონასტერში?
- ყოველთვის მინდოდა მონასტერში წასვლა, პირველად 15 წლის ასაკში წავედი დავით-გარეჯის მონასტერში, სადაც ათი დღე დავრჩი. შემდეგ როცა სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, 4 წელი ვცხოვრობდი ტაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერში. ფეხით დავდიოდი სემინარიაში. სტიქაროსანი ვიყავი და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ჩემი სახლია მონასტერი.

- შეყვარებული ხართ?
- არ ვარ შეყვარებული. პრეტენზიულიც არ ვარ. უბრალოდ ცხოვრება არის ასეთი, ჩვენ ვეძებთ და ან გაგვიმართლებს, ან არა. ჯერჯერობით მე თანამგზავრს ნამდვილად არ ვეძებ. მიმაჩნია, ადამიანი სანამ ახალგაზრდაა ტავისუფლად უნდა იცხოვროს.
- დიდგვაროვან საცოლეს ეძებთ?
- არავის არ ვეძებ და არც გვარს ვანიჭებ მნიშვნელობას. შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოა.

- თქვენი აზრით, მონარქია აღდგება საქართველოში?
- მონარქია აუცილებლად აღდგება მაშინ, როცა ამას საზოგადოება მოითხოვს. სამეფო დინასტიამ საუკუნებს იმიტომ გაუძლო, რომ ბაგრატიონი არ ემსახურება საკუთარ თავს, ბაგრატიონი ემსახურება საზოგადოებას. ნახეთ სოლომონის სასახლე იმერეთში და ერეკლეს სასახლე კახეთში, ჩვეულებრივი თავადის სახლისგან ის არც განსხვავდება.
- ვის ეკუთვნის მეფობა მონარქია თუ აღდგა?
- უფლის მადლით, გვეზრდება პატარა გიორგი, რომელიც ბაგრატიონების მემკვიდრეა.
- რატომ არ იყავით პრინც ხუანის და ქრსიტინეს ქორწილში, დაძაბულობაა თქვენს შორის?
- არანაირი დაძაბულობა ჩვენს შორის არ არის, ვულოცავ მათ გაბედნიერებას. სწორედ მაგ დღეს, როცა ქრისტინემ და ხუანმა იქორწინეს, ჩემი დისშვილის ნათლობა იყო ქუთაისში და ამას ნამდვილად ვერ გამოვაკლდებოდი.
