- სექტემბრიდან ისევ ვუბრუნდები ტელეეთერს, ამჯერად ჩემი გადაცემა „პომადა“ „რუსთავი 3“-ზე გავა. მინდოდა სხვა ტიპის გადაცემის გაკეთება, მაგრამ ხალხი სწორედ ჩემს ძველ გადაცემას ითხოვს და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ისევ იმ პროექტით დავბრუნდები ეთერში.
- როგორ დაისვენე წელს?
წელს ვერ დავისვენე. სახლში კატები
- როდიდან შეგიყვარდა კატები?
- ქუჩაში ვიპოვე პატარა კნუტი, სახლში მოვიყვანე, როცა წამოიზარდა მეორე კნუტიც მოვიყვანე, კატებს მარტოობა რომ არ ეგრძნოთ.
- ცნობილია, რომ წელს მამას შეურიგდით...
- კი, შევრიგდით და ძალიან კარგად ვართ.
- ბოლო რამდენიმე თვე სახალხოდ არსად გამოჩენილხართ, რას აკეთებდით ამ პერიოდში?
- 3 თვე მეძინა, დეპრესია მქონდა, ყველა ამერიკულ სერიალს ვუყურე, უამრავი წიგნი წავიკითხე და პრაქტიკულად ნაყოფიერად გამოვიყენე ეს პერიოდი.
- შეყვარებული ხართ?
- კარგად ვარ, მშვენივრად. პირველად ვარ ცხოვრებაში მშვიდად, მივლიან, მიფრთხილდებიან... არაფერში არ ვარ შეზღუდული, არც ზედმეტ კითხვებს მივამს ვინმე და ეს ძალიან კარგია.
- მოვლაში და ზრუნვაში მატერიალურ მხარდაჭერას გულისხმობთ?
- მატერიალური მხარდაჭერა არაფერ შუაშია, ისე ვგრძნობ თავს კომფორტულად და პირველად ვიღებ ცხოვრებაში საჩუქარს ბიჭისგან.