24 აგვისტო, 2017
ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულია: პირველად ვარ ცხოვრებაში კარგად
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი ბოლო დროს ინტერვიუებს ერიდება. მისი გადაცემის „პომადას“ დახურვის შემდეგ, ნინა საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საკუთარი გეგმების და წლევანდელი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ, ნინა პირველად „რეიტინგის“ მკითხველს უამბობს.

- სექტემბრიდან ისევ ვუბრუნდები ტელეეთერს, ამჯერად ჩემი გადაცემა „პომადა“ „რუსთავი 3“-ზე გავა. მინდოდა სხვა ტიპის გადაცემის გაკეთება, მაგრამ ხალხი სწორედ ჩემს ძველ გადაცემას ითხოვს და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ისევ იმ პროექტით დავბრუნდები ეთერში.

- როგორ დაისვენე წელს?
წელს ვერ დავისვენე. სახლში კატები
მოვიყვანე და მათ ვერ ვტოვებთ, ამიტომ მე და ჩემი შვილი, სანდრო მონაცვლეობით დავდიოდით დასასვენებლად. საზაფხულო არდადეგები მე და ჩემმა შვილმა კატების გამო ჩავიხშვეთ. ოთხი დღით ვიყავი საბერძნეთში და რამდენჯერმე გრიგოლეთში, ეს იყო წელს ჩემი დასვენება.

- როდიდან შეგიყვარდა კატები?
- ქუჩაში ვიპოვე პატარა კნუტი, სახლში მოვიყვანე, როცა წამოიზარდა მეორე კნუტიც მოვიყვანე, კატებს მარტოობა რომ არ ეგრძნოთ.

- ცნობილია, რომ წელს მამას შეურიგდით...
- კი, შევრიგდით და ძალიან კარგად ვართ.

- ბოლო რამდენიმე თვე სახალხოდ არსად გამოჩენილხართ, რას აკეთებდით ამ პერიოდში?
- 3 თვე მეძინა, დეპრესია მქონდა, ყველა ამერიკულ სერიალს ვუყურე, უამრავი წიგნი წავიკითხე და პრაქტიკულად ნაყოფიერად გამოვიყენე ეს პერიოდი.

- შეყვარებული ხართ?

- კარგად ვარ, მშვენივრად. პირველად ვარ ცხოვრებაში მშვიდად, მივლიან, მიფრთხილდებიან... არაფერში არ ვარ შეზღუდული, არც ზედმეტ კითხვებს მივამს ვინმე და ეს ძალიან კარგია.

- მოვლაში და ზრუნვაში მატერიალურ მხარდაჭერას გულისხმობთ?
- მატერიალური მხარდაჭერა არაფერ შუაშია, ისე ვგრძნობ თავს კომფორტულად და პირველად ვიღებ ცხოვრებაში საჩუქარს ბიჭისგან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ლანძღვის მეტი ამ ხალმა არაფერი იცის
ბედნიერებას გისურვებ, სხვა რომ არაფერი ორი ლამაზი ფისუნია რომ გადაარჩინე ამის გამო გაიხარე ფისოები დეპრესიასაც კურნავენ და ბედნიერებასაც მოგიტანენ.....
16:13 / 05-09-2017
გამოხმაურება / 0 /
კატა-ლოგი
შვებულებაში რიგრიგობით უნდა წასულიყავით შენ, შენი შვილი და კატები :)
21:14 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინა კარგი გოგო ხარ, ბედნიერებას გისურვებ რასაც იმსახურებ კიდეც, არავის ყურადღება არ მიაქციო ძალით თავს ვერ შეაყვარებ , მასას ის უხარია რაც უფრო ცუდად იქნები! ასე რომ მაგათ ჯინაზე შორს დეპრესია
14:16 / 01-09-2017
გამოხმაურება / 0 /
რა სულ დეპრესია აქვს ამ ქალს
არადა გეგონება ვარსკვლავს ეთამაშება .....რა გჭირთ რა ჯანდაბაა
15:45 / 31-08-2017
გამოხმაურება / 0 /
გავცემ კრედიტს გარაჟში
კაი დრო იყო ვაკეში შენ მანქანაში გარაჟი საუბარი ბოდლერის ცხოვრებაზე და კვანტურ ფიზიკაზე
16:58 / 27-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ვაკის გარაჟი
მოკითხვა ვაკის ავტო ფარეხიდან ბედნიერი შენი შეყვარებული ვინ დაწყევლა ესე
15:30 / 27-08-2017
გამოხმაურება / 0 /
სტატუს ქუო
ნინა,რამ დაგღალა?
11:26 / 26-08-2017
გამოხმაურება / 0 /
პასიკო
ვაი სჰენს პატრონს რა სიკვდილმა აგტეხა ეს ბებრუხუნა ბაბაიოგა ნეტა ვიცოდე
14:13 / 24-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS