16 მარტი, 2018
მელაძის ბიჭებიდან ერთ-ერთი მიმი შელიას ხვდება?
ინსტაგრამ ვარსკვლავი მიმი შელია, სანამ საყოველთაო პოპულარობას მოიპოვებდა, ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას მეუღლე გახლდათ და საქართველოში სწორედ ასე გაიცნეს.

მიმი და გიორგი მალე დაშორდნენ. ამბობდნენ, რომ წყვილი ერთ-ერთი ცნობილი მამაკაცის გამო დაშორდა, თუმცა, ამ ინფორმაციას ოფიციალურად არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

ქმართან დაშორებული მიმი შელია წავიდა რუსეთში, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, შემდეგ ინსტაგრამზე ფოტოებისა და საინტერესო ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო და ინსტაგრამის ვარსკვლავიც გახდა.

Rating

პოპულარობას ჭორებიც მოჰყვა. შემდეგ გაირკვა, რომ ჭანტურიამდე, მიმი შელიას „ჯეობარელ“ ირაკლი მარხულიასთან ჰქონდა
რომანი. მარხულიამ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში მიმი შელიას ცხენისკბილა უწოდა.

Rating

გიორგი ჭანტურიასთან დაშორების შემდეგ, მიმი შელია რუს ფეხბურთელს, ფიოდორ სმოლოვს გაუმიჯნურდა. წყვილს 9-თვიანი რომანი ჰქონდა, თუმცა, მოულოდნელად დაშორდნენ.

Rating
სმოლოვთან დაშორების შემდეგ, მიმი შელია ბერა ივანიშვილთან ერთად გამოჩნდა. ამბობდნენ, რომ ბერას მიმი ლოს-ანჯელესშიც ჰყავდა წაყვანილი, თუმცა, არის თუ არა ხმები მათი რომანის შესახებ მართალი, ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ, რუსული პრესა მიმი შელიასა და ვლადიმირ რამის რომანზე ალაპარაკდა. მიმიმ მის კლიპშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ეროტიულ კადრებში ითამაშა.

"ჩემთვის წარმოუდგენელი შეგრძნებაა. გულში საოცარი სიამაყე და გულწრფელი გრძნობები მიტრიალებს. ეს ალბომი, რომელიც როგორც მუსიკოსს, ისე წარმოგაჩენს, განსაკუთრებულ ემოციებს მმატებს.

კიდევ უფრო დასაფასებელია ამ ნამუშევრის რეზულტატი, რადგან ვიცი, რა სირთულეები გადალახე ამ ალბომზე მუშაობისას", - წერდა შელია ვლადისლავის კლიპის პრემიერისას.
მას შემდეგ მიმი შელიამ 23 წლის მამაკაცთან ერთად სასიყვარულო ფოტოც გამოაქვეყნა.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მეო
და ეს მელაძის ბიჭები ვინ არიანო რომ არ ჩანან ტექსტში?
19:19 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რატომ უთქვლით ? :))))
19:53 / 25-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნათიას
იმ მეგრელმა ბიჭმა არ გაგიმხილა,თავად რამდენი გააჭენა?თუ ის კაცია და ,,მოსულა" და ქალისთვის კი გარყვნილებაა.:):);) მეცინება,რა..სქესის მიხედვით მორალისა და ზნეობის განსჯა!!!! პატიოსნება ქალისთვისაც და კაცისთვისაც ერთნაირი ფასეულობა უნდა იყოს.და როცა ხელს იშვერენ ქალისკენ ვითომ ვაჟკაცები, ის გაშვერილი თითის წვერი სუფთა უნდა იყოს..მე ასე მესმის... თორემ ეს გოგო,ჩემთვის საერთოდ არაფერს და არავის წარმოადგენს.არაფერი ფასეული არ შეუქმნია და ვინ ვისთან დადის ,,მაგრად მკიდია".
13:01 / 22-03-2018
გამოხმაურება / 0 /
კატო
ქეთა თოფურიაც, რომ აიყოლია იშლიგინონ ერთად.
10:26 / 20-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ME
კარგად დათვალეთ მისი ბოიფრენდები? ხომ არავინ გამოგრჩათ? ))
18:36 / 19-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS