იტალიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მეკარე ყველა რეკორდს ხსნის. მომავალში უკვე ასაკიანი მეკარე, ამ ჩემპიონატზე კვლავ შეუცვლელი და დაუმარცხებელი რჩება.
ამბობენ, საუკეთესო მეკარის სტიმული ახალი რომანი გახდა. 2014 წელს ჯანლუიჯი ჩეხ მოდელ ალიონა შერედოვას დაშორდა და ამჟამად ილარიო დამიკოსთან ერთადაა. ამ წლის იანვარში წყვილს ვაჟი, ლეოპოლდო მატია შეეძინა.
პილარ რუბიო - სერხიო რამოსის მეგობარი გოგონა
წყვილის სასიყვარულო ისტორია სერიალსაც კი მოგაგონებთ. ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი სერხიო რამოსი,
ანნ კატრინ ბრემელი - მარიო გოთზეს მეგობარი გოგონა
მსოფლიო ფეხბურთელების მეგობარ გოგონებს შორის, გერმანელი ფეხბურთელის, მარიო გოთზეს პარტნიორი ანნ-კატრინი, ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ გოგონად მიიჩნევა. მოდელი, ოჯახსა და კარიერაზე ზრუნვას თავს წარმატებით ართმევს.
ანა ივანოვიჩი - ბასტიან შვაინშტაიგერის მეგობარი გოგონა
გასული წლის შემოდგომაზე, გერმანელი რეპორტიორები აქტიურად ალაპარაკდნენ, შვაინშტაიგერისა და ანას რომანზე, ახლა კი მოახლოებულ ქორწილსაც განიხილავენ. სერბი ჩოგბურთელის მთავარი მიღწევა დღეს, მისი უნარია იყოს საყვარელი მამაკაცის შთაგონების წყარო.
ანნა ლევანდოვსკა - რობერტ ლევანდოვსკის ცოლი
ამ წყვილს სამშობლოში პოლონელ ბექჰემებს უწოდებენ. ანნა ლევანდოვსკი კარატეში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. სპორტული წყვილი მედიასთან ყოველთვის გახსნილად საუბრობს, საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად ჩნდებიან და ძალიან მოდურ წყვილად ითვლებიან.
მირანდა შელია - ფიოდორ სმოლოვის მეგობარი გოგონა
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს წარმატებულ გუნდს ვერ ვუწოდებთ, ფეხბურთელების პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. ვიქტორია ლოპიროვასთან დაშორების შემდეგ ფიოდორმა ახალი შემცვლელი მალევე იპოვა. ის თბილისელი ლამაზმანია, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ირინა შეიკს. გოგონას მეგობრები მოფერებით მიმის ეძახიან, სხვა დანარჩენი მასზე ნაკლებადაა ცნობილი. მირანდა 23 წლისაა და ოქსფორდში სწავლობდა, მუშაობს მოდელად. რაც შეეხება ირინა შეიკს, მიმი მას იცნობს, რასაც Instagram-ზე მათი საერთო ფოტო მოწმობს.
ნაოკო ვატანაბე