20 ივნისი, 2015
ქართული ტელევიზიების ყველაზე ლამაზი ჟურნალისტების ათეული
წარმოგიდგენთ ტელევიზიების ყველაზე ლამაზ ჟურნალისტებს საბედნიეროდ, ქართულ ტელევიზიებს ლამაზი ტელეწამყვანები არ აკლია და ხშირად ისიც გაგვიგია, რომ რომელიმე კონკრეტულ გადაცემას წამყვანის გამო უყურებენ. ეს ალბათ უფრო მამაკაცების შემთხვევაში ხდება, რომლებსაც განსაკუთრებულად მოსწონთ, როდესაც ეკრანიდან ლამაზი ქალბატონი უყვება ამბავს. წარმოგიდგენთ ტელევიზიების ყველაზე ლამაზ ჟურნალისტებს.

ეკატერინე ტოგონიძე პირველად ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' გამოჩნდა. გამორჩეული გარეგნობის გამო მაყურებლის ყურადღება მალე მიიქცია, თუმცა პოლიტიკოს რატი სამყურაშვილზე გათხოვების შემდეგ ნელნელა ტელევიზიას ჩამოშორდა და ახლა სხვას ასწავლის, რასაც წლები თავად აკეთებდა. პაუზის პერიოდში
მისი, როგორ მწერლის დებიუტიც შედგა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ნინო თოლორდავას კარიერაც ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' დაიწყო, თუმცა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ''მაესტროს'' გუნდს შეუერთდა. ჰქონდა თოქშოუს წაყვანის მცდელობაც, თუმცა ბოლოს ისევ საინფორმაციოს დაუბრუნდა.

Rating

მაკა ცინცაძე ტელეეთერით მაყურებელმა ''საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'' გაიცნო, თუმცა მანამდე უკვე ჰქონდა ჟურნალისტობის გამოცდილება რადიოეთერში. მალე ყველა ტელევიზიისთვის სასურველი წამყვანი გახდა, თუმცა წლების განმავლობაში, არხის გაჭირვების დროსაც კი, ''მაესტროს'' უერთგულა, ახლა კი ''ჯიდიეს''-ზე გადაცემა ''2030'' მიჰყავს.

Rating

ნინო კურატაშვილი ჯერ კიდევ წლების წინ ''საზოგადოებრივი მაუწყებლის'' ერთერთი სახე იყო, შემდეგ პირადი პრობლემების გამო ეკრანიდან დიდი ხნით გაუჩინარდა და რამდენიმე წლის წინ ისევ მშობლიურ არხს დაუბრუნდა, თუმცა საინფორმაციოს შედარებით მსუბუქი გადაცემა ამჯობინა და ახლა ''სამოთხის ვაშლების'' ერთერთი წამყვანია.

Rating

ნინო შუბლაძე ერთერთი ვეტერანი ჟურნალისტია. მის გარეგნობაზე მეტად ყველაზე ხშირად პროფესიონალიზმზე აკეთებდნენ აქცენტს. სამწუხაროდ, ამჯერად სატელევიზიო პაუზა აქვს და ეს გადაწყვეტილება ''რუსთავი 2''ში დამონტაჟებული ფარული კამერების აღმოჩენის შემდეგ მიიღო.

Rating

დილის გადაცემის ჟურნალისტობით დაიწყო თაკო ჩორგოლაშვილმაც ''იმედზე''. შემდეგ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა და მეორე ადგილზე გავიდა. პოპულარობამ თაკოს ოჯახი შეიწირა, მაგრამ კარიერის მხრივ წარმატებული გახდა. დღეს დილის გადაცემა მიჰყავს და უკვე გამოცდილ ტელეწამყვანად მიიჩნევა.

Rating

ლამაზი წამყვანებით არის გამორჩეული ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' და ამის ერთერთი მაგალითია მარიამ ვაშაძე, რომლის კარიერაც პირდაპირ საინფორმაციოს წამყვანობით დაიწყო, დღემდე არაჩვეულებრივად ართმევს თავს და ერთერთი გამორჩეული სახეა.

Rating

თამთა ასათიანის კარიერა მუსიკით დაიწყო. მაშინ ქართულ შოუბიზნესში პოპულარულ მომღერალ გიგა კვენეტაძესთან ჩაწერილი დუეტით ლამაზთვალება გოგონამ ყურადღება ადვილად მიიქცია. წლების შემდეგ, უკვე გაზრდილი ''პალიტრა TV''ს ეთერში განსხვავებულ ამპლუაში წარდგა მაყურებლის წინაშე და დღეს არხის ერთერთი წამყვანი ჟურნალისტია.

Rating

დილის გადაცემაში სიუჟეტების კეთებით დაიწყო ეკა სამხარაძის კარიერა ''რუსთავი 2''ზე, თუმცა გამორჩეული გარეგნობის გოგონა, როგორც ჩანს, მალე შეამჩნიეს და ''დილა მშვიდობისა საქართველოს'' წამყვანად გადაიყვანეს. წლების განმავლობაში რამდენჯერმე ვარცხნილობაც შეიცვალა, დაიხვეწა როგორც ჟურნალისტი და დღეს დილის გადაცემების ერთ ერთი გამორჩეული წამყვანია.

Rating

გვანცა დარასელია, კოლეგებისგან განსხვავებით, მაყურებელმა გაიცნო, როგორც ''მის საქართველოს'' მონაწილე. მალევე შედგა მისი დებიუტი ''რუსთავი 2''ზე დილის გადაცემაში, რაც პროფესიით ჟურნალისტს არ გასჭირვებია. როგორც ჩანს, არხის ხელმძღვანელობამ მისი მონდომება დააფასა და ''შუადღის'' ერთერთ წამყვანად გადაიყვანა.

Rating

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 47 /
ჯიმი
ყველაზე ლამაზები მაინც ეკა სამხარაძე და გვანცა არიან.
12:51 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო
პირველი სამი მართლაც კარგია, დანარჩენი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სამხრეთული გარეგნობის.
11:01 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მარიამ ვაშაძე სიცოცხლეა...
09:39 / 30-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
და თიკა ფაცაცია?ყველას თიკა სჯობს და ამიტომ დაივიწყეთ?
15:30 / 29-06-2015
გამოხმაურება / 0 /
:/
ნინო თოლორდავა, ნინო კურატაშვილი, ნინო შუბლაძე, მარიამ ვაშაძე, თამტა ასათიანი, ეკა სამხარაძე :/ ჯერ არ დავბრმავებულვართ. ლამაზი ქალბატონები არიან მაგრამ იმ გაგებთ არა როგორადაც თქვენ გიწერიათ
23:55 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ნინო თოლორდავა და მაკა ცინცადზე ყველზე ლამაზი და მაგარი ჯურნალისტები არიან:♡♥
00:35 / 25-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
თიკა ფაცაცია?
12:20 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა დ.
ძალიან მკაცრები ხართ, რატომ ბოროტობთ ასე, ქართველებოოოო?!
12:19 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
2222
მეტყველება არ იციან, ბევრ გრამატიკულ შეცდომას უშვებენ, ზოგიერთი კუთხური დიალექტით ლაპარაკობს, ჩაცმა და ჯდომა არ უვარგათ, აბინძურებენ ქართულ ენას ინგლისურის შერევით, (ეს რა თქმა უნდა ჩემი საკუთარი აზრია)
12:08 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
მარიამის ფოტო რატომ არ არის??? მარიამ ვაშაძე ყველაზე ლამაზიაააააა!
11:12 / 23-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS