21 მაისი, 2021
15 მაისს, „ნოვა პროდაქშენისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გრანდიოზული ფინალით დასრულდა
მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუს ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი ეთერ­ში თე­ბერ­ვალ­ში გა­ვი­და და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შოუს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მენ­ტო­რებ­თან (ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე, სა­ლიო, სტე­ფა­ნე) ერ­თად თავ­და­უ­ზო­გა­და­ვად შრო­მობ­დნენ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

წელს "ვო­ი­სი" ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. პირ­ვე­ლად, ქარ­თუ­ლი კონ­კურ­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი მენ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფოლკ­ლო­რის­ტი ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე გახ­ლდათ. ჟი­უ­რი­ში დაბ­რუნ­და ასე­ვე მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე უარს ამ­ბობ­და ამ როლ­ზე.

ფი­ნა­ლი წინა ტუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში წარ­სდგნენ და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მი აჩ­ვე­ნეს.

"ვო­ი­სის" გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვეს და შოუს არც ფი­ნალ­ში ჰყო­ლია დამ­სწრე აუ­დი­ტო­რია, მაგ­რამ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ადევ­ნებ­და თვალს პირ­და­პირ ეთერს.

Rating

ოთხი მენ­ტო­რის ფი­ნა­ლამ­დე მო­სულ­მა რვა კონ­კურ­სან­ტმა კონ­ცერ­ტზე თითო სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეს.

შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ხა­ტია ქინ­ქლა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა "სიყ­ვა­რუ­ლის­თვის", რო­მელ­საც მისი მწვრთნე­ლის ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის რე­ჩი­ტა­ტი­ვი ახ­ლდა.

კონ­ცერ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კორ­დი მო­იხ­სნა და მი­ლი­ონ­ზე მეტი ხმა შე­მო­ვი­და, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც, 25 პრო­ცენტზე მეტი მაგ­და ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ღო და შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მის­მა მწვრთნელ­მა სტე­ფა­ნემ კი ტრი­უმ­ფი სცე­ნა­ზე ას­ვლი­თა და მაგ­დას ხელ­ში აყ­ვა­ნით აღ­ნიშ­ნა. მაგ­დამ "ქუ­ი­ნის" სიმ­ღე­რა "ბო­ჰე­მუ­რი რაფ­სო­დია" შე­ას­რუ­ლა.

გა­მარ­ჯვე­ბულს 20 ათა­სი ლარი გა­და­ე­ცა სა­ჩუქ­რად.

ფი­ნა­ლამ­დე ორი დღით ადრე, მაგ­და ივა­ნიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

- პან­დე­მი­ის დროს ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი ხდე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, რი­თაც მა­ნამ­დე ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და უცებ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი "ვო­ი­სის" სა­ხით. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რაც მინ­დო­და ზუს­ტად ის გა­მო­მი­ვი­და, ენერ­გი­ით და­ვი­მუხ­ტე. ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რომ ჩემს მენ­ტო­რად სტე­ფა­ნე ავირ­ჩიე. ისე ვე­ლო­დე­ბი ფი­ნალს, რომ ასეთ გან­წყო­ბა­ზე არ ვყო­ფილ­ვარ არ­ცერთ ტურ­ში. ბოლო ეტა­პია, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბის­თვის იბ­რძვის, მაგ­რამ პრო­ექ­ტში ისე­თი გა­რე­მოა, რომ და­ძა­ბუ­ლი არ ვარ, პი­რი­ქით, ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ვალ ფი­ნალ­ში...

ambebi.ge მაგ­დას და მის მწვრთნელს ულო­ცავს გა­მარ­ჯვე­ბას!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS