14 იანვარი, 2015
სოფო ნიჟარაძიდან ნებაჰათ ჩეჰრემდე- ქართველი ლამაზმანების სია, კესარია აბრამიძის გარეშე
სოციალურ ქსელში სიამ გაღიზიანება გამოიწვია და იუმორნარევი კომენტარებიც არ დაიშურეს
რატომ – 36... ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მხოლოდ რუსულ საიტ top-antropos.com-ის ჟურნალისტს აქვს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში გადაწყვიტა, 38 ქართველ ლამაზმანზე სტატია მოემზადებინა.

ეს მასალა კიდევ დიდხანს დარჩებოდა ქართველების ყურადღების მიღმა, რომ არა ტელეწამყვანი გიორგი მოსიძე, რომელმაც გასულ კვირას სოციალურ ქსელში შემთხვევით ნაპოვნი მასალა გააზიარა და გვანცა დარასელიას პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა.

სია ერთი შეხედვით უცნაურია, ალბათ იმიტომ, რომ გარდა რამდენიმე გამორჩეული ქართველი ქალბატონისა, იქ
ისეთი სახეებიც არიან მოხვედრილი, რომლთა ნაწილსაც ქართველი საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ასევე მოდელები, რომლებმაც წლების წინ სილამაზის კონკურსებზე გაიელვეს და მას შემდეგ არსად აღარ აქტიურობენ.
სოციალურ ქსელში სიამ გაღიზიანება გამოიწვია და იუმორნარევი კომენტარებიც არ დაიშურეს.

პირველი ადგილი რუსებმა ჟურნალისტ გვანცა დარასელიას მიანიჭეს, ბოლოზე კი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინე მწითურიძე გავიდა.

Rating

საპატიო მე-10 ადგილი ერგო თურქული კინოს მსახიობ ნებაჰათ ჩეჰრეს, რომელსაც მამის მხრიდან ქართული ფესვები აქვს, დედა კი ლაზი გახლდათ. როგორც ჩანს, რუსული მედია აქტიურად ეცნობა ქართულ საიტებს, რადგან რამდენიმე თვის წინ სწორედ მათ ახარეს საზოგადოებას, რომ ''დიდებული საუკუნის'' ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველი იყო.

Rating

მაკა გიგაური, თაკო ლოლუა, ნინო მახარაძე, ანტისა ბუცხრიკიძე, ნონა დიაკონიძე, ელენე წიკლაური- ალბათ, ეს სახელები და გვარები ბევრს არაფერს გეუბნებათ, რადგან მოდელი გოგონები სხვადასხვა წელს ''მის საქართველოს'' კონკურსებში მონაწილეობდნენ, მაგრამ როგორ მოხვდნენ ცნობილი ლამაზმანების სიაში, გაურკვეველია. ისინი 36-ქალიან ჩამონათვალში საპატიო ადგილებს იკავებენ.

27-ე ადგილზე გავიდა მარიამ კილასონია – მის აფხაზეთი 2009. როგორც საიტზეა მითითებული, კონკურსი თბილისში ჩატარდა და გამარჯვებული მეგრელია.
სიაში მოხვდნენ რუსეთში მოღვაწე პრიმადონა თამარ გვერდწითელი, კირა ანდრონიკაშვილი, მედეა ჯაფარიძე, ლიკა ქავჟარაძე, სოფიკო ჭიაურელი, ნატო ვაჩნაძე, გალაკტიონის მუზა- მერი შერვაშიძე, ია ნინიძე, სხვადასხვა დროს რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები ლიდია ცირგავავა და დოდო ჩოგოვაძე.

Rating

მეზობლებმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებიც არ დაივიწყეს და სიაში მოხვდნენ სპორტსმენები ელენე გედევანიშვილი და ანა ჩაკვეტაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი ელენე სატინი-სხირტლაძე და დიდი ბრიტანეთის ჩარტების ლიდერი – ქეთი მელუა.

Rating

როგორ ჩანს, ''მის საქართველოს'' კონკურსს ყოველწლიურად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან პირველი გამარჯვებული ირინა ონაშვილიც არ დაივიწყეს.

რუსების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძეც. ნინო გასულ წელს ოპერის ლამაზ მომღერალთა ათეულში მოხვდა.

სიას ამშვენებენ ნანკა კალატოზიშვილი, სოფო ნიჟარაძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა ლანო, ჯანეტ ქერდიყოშვილი, აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე ძიძიგური, ვასო ფხაკაძის მოდელი მეუღლე ლიკა მეტრეველი, თინა კანდელაკი.

ვერა ქობალიას თვალის ფერის ცდუნებასაც ვერ გაუძლეს და სააკაშვილის დროინდელი მთავრობისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, ექსმინისტრი 36 ლამაზმანში მოხვდა.

Rating

რატომ ვერ მოხვდა სიაში მაკა ასათიანი, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს თანამედროვე ლამაზ ქალებში? საინტერესოა.

რუსების გული ვერ მოიგეს თაკო ჩხეიძემ, სალომე ღვინიაშვილმა, ია ფარულავამ, შორენა ბეგაშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნინო გაჩეჩილაძემ, რომლებიც ასევე მუდმივად ხვდებიან ლამაზი ქალბატონების სიაში.

სიაში თავისი ადგილი ვერ იპოვა ქეთა თოფურიამ. როგორც ჩანს, ქეთას ქართველად ვეღარ აღიქვამენ, რადგან ის მუდმივად ხვდება ყველაზე ლამაზი და სექსუალური რუსი ლამაზმანების რეიტინგებში.
რეიტინგი.გე-ზე გამოქვეყნებულ ქართველი ლამაზმანების სიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ ყველაზე სახალისო და კრიტიკულ კომენტარებს.

* ჩემი კესარია სადაა, ჩემი კესარია? დამიჩაგრეს გოგო აშკარად.

* ამ სიის კესარია აბრამიძის გარეშე გაკეთება იქნებოდა?

* ამის შემდგენი დაბოლილი იყო თუ საახალწლო პახმელია ჰქონდა, საინტერესოა.

* კიდევ კარგი, სია გააკეთეს რუსებმა, აბა, რა გეგონათ, რუსები ქართული სილამაზის რეალურ სახეს გვაჩვენებდნენ?

* რა ყველაფერი ჩვენ გვიხარია, რა შური, რის შური, დოდო ჭიჭინაძე, მაკა ასათიანი, ლეილა ყიფიანი და ლია ელიავა არ არიან სიაში, იმიტომ ხომ არა, რომ მათ ფონზე სიაში მოხვედრილები დაიჩრდილებოდნენ? (რა თქმა უნდა, რამდენიმეს გარდა). მე პირადად ბევრი მეზობელიც, ნათესავიც, თანამშრომელიც და კიდევ უამრავი ნაცნობიც მყავს ბევრად უფრო ლამაზი!

* ყველა ლამაზია, არც მაგით დაიქცევა ქვეყანა, თუ მაკა ასათიანი გამორჩათ. მასე თუ არის, თიკა ფაცაცია ვისზე ნაკლებია?

პ.ს. ''მთლად პირველ ადგილს არ მგონია ვიმსახურებდე, მაგრამ დიდი მადლობა'',- ასე გამოეხმაურა სიას გვანცა დარასელია. სიაში მოხვედრა ესიამოვნა ლიკა მეტრეველსაც.

მართალია, აქამდე ბევრისთვის უცნობ საიტზე ოქტომბერში გამოქვეყნებული მასალა იანვარში გიორგი მოსიძემ აღმოაჩინა, ფაქტია, 36-ეულმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ნინო
დედა ლაზია, მამა ქართველი, რას ნიშნავს, არ იცით რომ ლაზებიც ქართველებია?
11:27 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ir ina
აბა რა,ამათ სილამაზესთან რა მოსატანია ნატო ვაჩნაძის,დოდო ჭიჭინაძის,მედეა ჯაფარიძის,ლია ელიავას,ლიკა ქავჟრაძის, ნანა ყიფიანის და რომელი ერთი ჩამოვთვალო,სილამაზე? აშშ-შიც ყველას beautiful-ს ეძახიან,თქვენი არიყოს.
02:27 / 18-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
სოფო მართლა მაგარი ქალია,ნუ იბოგმებით. სოფო სუპერია ვინც რა არ უნდა თქვათლ ნუ ქავჟარაზე ხო საერთოდ.
00:43 / 26-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიგი
მოაშორეთ ეს ქალი და მისი სურათი აქედან
21:44 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
აუ, შაყირობთ?!
15:12 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ობიექტური
ირინა სარიშვილი,რატო არაა სიაში,რა არაობიექტურები ხართ
01:11 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
სოფო ნრიჟარაძე მინდააააააააააააააააა!!!!!!
15:02 / 22-01-2015
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მე ვერ გავიგე ნიჟარაძეების, კალატოზიშვილების, ბადურაშვილების, ამ გათახსირებულების გარდა პატიოსანი და ულამაზესი ქართველი გოგონები აგარ არსებობენ?
16:53 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ლერა
ნანკა კალატოზიშვილი, სოფო ნიჯარაძე და ნინი ბადურაშვილი მათხოჯები არიან, მათ არავითარი სილამაზე არ გააჩნიათ, მოაცილეთ მათ სახეს გრიმი და თქვენ თვითონ დარწმუნდებით რა საზიზღრებიც არიან
16:48 / 21-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
ამ სიაში ბევრი ლამაზია, გამონაკლისის გარდა, მაგრამ მაკა ასათიანი თანამედროვეობის სიალამზის ეტალონია და ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს პირველ ადგილს, წარსულის სილამაზის ლაბირინთების დედოფლად მე ნატო ვაჩნაძეს და შემდეგ ლიკა ქავჟარაძეს ვაღიარებდი.....ამ სიაში ბევრი არასწორად მოხვდა...
16:23 / 20-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS