29 აგვისტო, 2019
იახტა, მდიდრული კუნძულები და გლამურული დაბადების დღე - სად და როგორ გაატარეს ზაფხული მდიდარმა ქართველებმა
ზაფხული უკვე დასრულდა, თუმცა, ბევრი ადამიანი ამ დრომდე შვებულებაში იმყოფება. წლევანდელი სეზონი ზღვისპირა რეგიონებში მყოფი დამსვენებლებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ძირითადად წვიმიანი ამინდები იყო.
"რეიტინგმა" გადაწყვიტა მდიდარი ადამიანების საზაფხულო არდადეგებისთვის გადაევლო თვალი და გაარკვია, სად დაისვენეს მათ.

ბიძინა ივანიშვილი

სად ისვენებს ბიძინა ივანიშვილი?

ბიძინა ივანიშვილმა ზაფხული საქართველოში გაატარა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე აბასთუმანს გაზაფხულის შემდეგ ხშირად სტუმრობს. მან რომანოვების სასახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლიც აიშენა.

ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის შემდეგ, აბასთუმანში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწო. ივანიშვილი აბასთუმანში მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად ისვენებდა.
მას არც ზღვაზე უთქვამს უარი და პერიოდულად შეკვეთილშიც ჩადიოდა.

ლევან ფხაკაძე


ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე მეუღლესთან, თეა დარსაძესთან ერთად ხშირად მოგზაურობს. ზაფხულში წყვილმა საფრანგეთში დაისვენა, ისინი შვილებთან ერთად სენ-ტროპეში იმყოფებოდნენ.

სწორედ აქ აღნიშნეს ქალიშვილის, ანი ფხაკაძის დაბადების დღეც.

ანუკი არეშიძე

თბილისის პირველი ლედი და ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე წლის მანძილზე ბევრს მოგზაურობს, თუმცა, ხშირად მეუღლის, კახა კალაძის გარეშე უწევს ქვეყნიდან გასვლა. მას ყოველთვის თან დაჰყავს შვილები.

ანუკიმ წელს ფრანგულ რივიერაზე დაისვენა, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი მაკა კვიციანი.

მეგობრებმა დრო არაჩვეულებრივად გაატარეს და არეშიძემ კვიციანს უამრავი ლამაზი ფოტოც გადაუღო.

მაკა კვიციანი

დიზაინერი მაკა კვიციანი ამჯერად მეუღლესთან, შოთა ბერეკაშვილთან ერთად ისვენებს. წყვილი იტალიაში იმყოფება. პოპულარულმა წყვილმა მდიდრული კუნძულის გარშემო იახტით გაისეირნა.

მაკა ინსტაგრამზე აქტიურად აქვეყნებს კაპრიზე გადაღებულ ფოტოებს, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებაც მოჰყვება.

ზაზა ფაჩულია

ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა და ბიზნესმენმა ზაზა ფაჩულიამ ზაფხული საქართველოში გაატარა.

ზაზა თბილისში ამერიკიდან, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მან საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარა, ისვენებდა აჭარაში, თუშეთში და საკუთარ ქვეყანას ამ ფორმით ტურისტებისთვის დიდი პოპულარიზაცია გაუწია.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ююю
ზაზა ფაჩულიას ამ ხამებში რა უნდა? სირცხვილია, უბრალოდ...
15:06 / 04-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო გურგენიძე
ყოჩაღ ზაზა ფაჩულიას, თავისი ქვეყანა უყვარს
20:52 / 02-09-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS