შორენა ბეგაშვილმა სწორედ ქველმოქმედი, კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო თავისი ქალიშვილის, ევას გადარჩენა. მოგვიანებით, როცა ევა გადარჩა, თუმცა, სამკურნალო პროცედურები ჯერ კიდევ გრძელდებოდა და დაგეგმილი იყო კიდევ რამდენიმე ოპერაცია, იყო რამდენიმე ფაქტი, როცა ბეგაშვილს დააყვედრეს სოც. ქსელში საზოგადოების თანადგომა და მას ბრალი დასდეს, რომ თავად თავს არ შეიწუხებდა სხვის დასახმარებლად. თუმცა, თუ გადავხედავთ არქივს, დავრწმუნდებით, რომ ბეგაშვილი ხშირად ეწეოდა ქველმოქმედებას, ჯერ კიდევ ევას მძიმედ
სოც. ქსელში 2013 წელს გავრცელდა ფოტოები, რომლებშიც შორენა ბეგაშვილი მოხუცებთან ერთადაა - ის მოხუცთა თავშესაფარს დაეხმარა. ერთხელ ბეგაშვილზე ერთმა მარტოხელა უსახლკარო ქალმა მოყვა, რომ მსახიობი ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად, ზოგჯერ პროდუქტებსაც კი ყიდულობდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ უანგაროდ გაკეთებული სიკეთე, აუცილებლად დაგიბრუნდებათ.
მაია ასათიანის შესახებ უცნობი, გულისამაჩუყებელი ინფორმაცია ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა:
"მამა ანდრია 23 წლის გახდებოდა. 16 წლის იყო, ბერად რომ აღიკვეცა. მალევე გარდაიცვალა სიმსივნით. მან დედას სთხოვა, რომ ტკივილი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მოვლით დაეძლია. დედა თინათინმა თანამოაზრეებთან ერთად ბერი ანდრიას ფონდი ჩამოაყალიბა და დიდ დიღომში თავშესაფარი გახსნა. ძირითადათ რაიონებიდან ჩამოსული ბავშვები სარგებლობენ, რადგან მათ თბილისში დასარჩენი არ აქვთ. მაია ასათიანი ხშირად აკეთებს საქველმოქმედო გადაცემებს და უამრავ ადამიანს ეხმარება.
ფონდმა ბევრი ბავში სიკვდილს გამოგლიჯა. ბევრის სიცოცხლის ხარისხიც გაუმჯობესდა და ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ფონდზე ზრუნავს, მაია ასათიანია. ეს არავინ იცოდა, თავად ფონდის გარდა. ის ყოველი ხელფასიდან აი, ასე, ჩუმად რიცხავდა ფულს”.
ანუკი არეშიძე სიღარიბის ზღვარზე მყოფ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. მან ტატალაშვილების ოჯახს საჩუქრად ტკბილეულობა, დათბილული ქურთუკები, პროდუქტები მიუტანა და ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადიც გადაუხადა.
„მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ყველას ახარებს ყურადღება და მით უმეტეს, როდესაც ეს ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში, არა მარტო ფინანსური თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრია ასეთი ოჯახი და ვფიქრობ, უფრო სწორი იქნება, თუ ჩვენ მათ სამსახურით დავეხმარებით, რომ საკუთარი თავის რეალიზება შეძლონ და პიროვნულად გაიზარდონ", - განაცხადა ანუკი არეშიძემ.
თამთა დემურიშვილი ფონდის “„საქმიანი ქალები - ქველმოქმედებისთვის" ხელმძღვანელია. ის უამრავ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს დაეხმარა. სწორედ თამთას მეშვეობით დაიწყო და დღემდე გრძელდება სისხლის უანგარო დონაციის აქცია, "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე, რომელიც დღემდე გრძელდება. თამთა ასევე, სოლიდური სიმსივნით დავადებულ ბავშვებს, ძუძუს კობოთი დაავადებული ქალბატონების შვილებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს, ხანდაზმულებს, მარტოხელებს ეხმარება.
ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო წამოწყება უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ნანუკა ინტერნეტით ყიდის მის მეორად ნივთებს სიმბოლურ ფასად. “nanuka’s second hand”-ში შემოსული თანხით ჟურნალისტი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს აფინანსებს.
სანდრა რულოვსმა, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ დააარსა საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომლის მეშვეობითაც პირველმა ლედიმ გააკეთა არაერთი კეთილი საქმე. ის აფინანსებდა სტუტენდების სწავლას საზღვარგარეთ, აფინანსებდა პაციენტების გასინჯვას, არიგებდა მედიკამენტებს, სადღესასწაულო საჩუქრებს.
მარიამ კაკაურიძე