თოქ-შოუ "პროფილის" გვერდზე, მაია ასათიანის სახელით მიმართვა ვრცელდება. ტელეწამყვანი იმ მაყურებელს პასუხობს, ვინც მას მსუბუქი თემების და ღია ფერის საეთერო ჩაცმულობის გამო აკრიტიკებს. "ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვა და სხვა, მათ შორის მსუბუქი თემები და რატომ არ მაცვია მძიმე შავები. მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო - მაია ასათიანი"-წერია მიმართვაში.
ასე, როგორც მაია იქცევა, მხოლოდ ძალიან ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ მოიქცნენ!!! უდიდესი ტრაგედიის შემდეგ ამ გოგომ შესძლო ფეხზე დადგომა და თავის თავში იმდენი ძალა იპოვა, რომ თავისი ტკივილით არავის აწუხებს!!! მაია, გისურვებ, რომ ისევ გეგრძნოს თავი ბედნიერად! დამიჯერე, ეს შესაძლებელია!