19 თებერვალი, 2018
"ჩემნაირ ლამაზ, ჭკვიან, კარგი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გოგონებზე ნადირობენ" - დეა ადამიაზე შეყვარებულ მამაკაცებს გამოცხადებები აქვთ
დეა ადამია ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც ოთხი თვე მამასთან ერთად გაატარა. მამამისი იქ მკურნალობას გადიოდა. დეას შვეიცარიაში ყოფნის დროს, საქართველოს ერთ-ერთი მონასტრიდან შეეხმიანა თაყვანისმცემელი, რომელმაც უთხრა: ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა ხილვები, რომ მედეა მისი ცოლი იყო. როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ყველას გრძნობის თავისებური გამოხატულება აქვს. ბოლოს ძალიან უცნაური პიროვნება გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა თაყვანისმცემლებმა სტრატეგია შეცვალეს. იციან, რომ მორწმუნე ვარ. მაგრამ ის არ იციან, ფანატიკურად დაჰიპნოზებული ფსიქიკის ადამიანთა ჯგუფს რომ არ
მივეკუთვნები. ბოლოს გამოჩნდა უცნაური ადამიანი, რომელიც მონასტრიდან დამიკავშირდა. თურმე ზედიზედ ორი კვირა ვეცხადებოდი და ხილვაში უკარნახეს, რომ მე მისი მეორე ნახევარი ვარ. სამი შვილი გვეყოლება, პირველი იქნებოდა ვაჟი, რომლის სახელიც მოფიქრებული აქვს. მითხრა, რომ დედაღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, რომ მე მისი ბედი ვარ. მერე დედაო მივიდა მასთან, დედაღვთისმშობელმა მისცა მას ხილვაში დედა ანასტასიას საფლავიდან მიწა და სანთელი. როდესაც გამოცხადებიდან გამოვიდა, იპოვა კელიაში ეს მიწა. ზედ კალმით ეწერა: მჯდომარე ანასტასიას საფლავიდან მიწა და სანთელი. ლამაზი კალიგრაფიით მაინც დაეწერა, მაგის დამწერს.

- შეხვდი მას?

- სანამ შვეიცარიიდან ჩამოვიდოდი, ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა ის მონასტრიდან. შევხვდი ორჯერ და მივხვდი, ის მთლად ნორმალური არ არის. რომ ვნახე, ძალიან მხიარული, დადებითი ადამიანია. პირველ დღეს უარყოფითი არაფერი გამჩენია, მეორე დღეს გადმომცა ეს სანთელი და მიწა. ძალიან მეცინება, მაპატიე უფალო, იქნებ მართლა ბედია და ტყუილად ვიცინი, ვღლიცინებ ამდენს. მაგრამ იმდენად არასერიოზული პიროვნებაა, მისგან უფრო დაუჯერებელია ეს. იმიტომ რომ თუ გამოცხადება იყო, პირველი მე გამომეცხადებოდა - პირველი მინიშნება მე მომეცემოდა.

- ხშირია მსგავსი შემთხვევა?

- ერთს მამა ვიტალი ესახებოდა, მანამდე. ვფიქრობ, ამ ადამიანებს, უბრალოდ, მოვწონვარ და მერე ავედრებენ წმინდანებს, რომლებისაც სჯერათ, ამ გოგოს შევუყვარდეო. მერე კი თავის ფანტაზიებით ეწყებათ ეს სიზმრები. ხომ არის ადამიანი იმდენს ოცნებობს, რომ მერე ეს ფანტაზია რეალობაში აქვს არეული.

ინტერვიუში დეა იმის შესახებაც საუბრობს, რომ ის სასურველ საპატარძლოდ ითვლება.

- ისე მომრავლდნენ ფსიქიკურად აშლილები, რომ ჩემნაირ ლამაზ, ჭკვიან, კარგი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გოგონებზე ნადირობენ, ფიქრობენ, ცხოვრება აწყობილი აქვს საათის ისარივით.

ჟურნალი „თბილისელები“
ხათუნა კოთხონჯია



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ქეთევან
მე.მგონა მაგრად აკლია ამ ქალს.როგორ მოწონს თავი.ლამაზი ვარო..იყავი მერე ჩვენ რა.
18:02 / 04-03-2019
გამოხმაურება / 0 /
საინტერესო სილამაზე აქვს, მარტო თვითონ რომ ამჩნევს ისეთი
00:35 / 27-02-2018
გამოხმაურება / 0 /
.....
ვერაფერი ვერ გავიგე იმის გარდა რომ ამ ადამიანს თავი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ჰგონია.
15:53 / 22-02-2018
გამოხმაურება / 0 /
რობოტი
ესაა ლამაზი?
11:55 / 21-02-2018
გამოხმაურება / 0 /
კოჟო
ნეტაი შენ ერთი მაგრად არ გიჟუილებდეს თავში?! :)))
00:48 / 21-02-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS