16 ნოემბერი, 2016
ვინ არის ორნელა მუტის რჩეული, ვის გამოც მსახიობი რუსეთში გადავიდა
რუსული მედია აქტიურად განიხილავს 61 წლის იტალიელი ვარსკვლავის, ორნელა მუტის რუსეთის დედაქალაქში გადასახლებას. ორნელამ მოსკოვის ცენტრში 3 ოთახიანი ბინა უკვე შეიძინა.

როცა ადრიანო ჩელენტანოს პარტნიორი ფილმებში გამოტყდა, რომ საცხოვრებელი ადგილი საყვარელი მამაკაცის გამო შეიცვალა, მაშინ ყველას ეგონა, რომ მისი რჩეული ვინმე რუსი ოლიგარქი იქნებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა მუტის პირად ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა.

რჩეულთან ერთად იტალიელი მსახიობი უკვე 8 წელია ერთადაა - პირველივე შეხვედრიდან. რჩეული ფაბრის კერერვეა, რომელიც ორნელაზე 10 წლითაა უმცროსი. ის 51 წლის იტალიელი
ბიზნესმენია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ქსელური მარკეტინგის მეფეს".

კარერვემ ვაჭრობა Herbalife-ით დაიწყო. 34 წლის ასაკში გაკოტრდა, თუმცა ფეხზე წამოდგომა და მილიონების გამომუშავება კვლავ შეძლო. მისი ბიზნესის უდიდესი ნაწილი რუსეთში ფუნქციონირებს, ამიტომ იქ გადაწყვიტა გადასვლა.

ფაბრისი დაქორწინებული იყო, თუმცა 2008 წლიდან მას ურთიერთობა აქვს ორნელა მუტისთან.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS