15 ნოემბერი, 2016
ორნელა მუტი რუსეთში საცხოვრებლად საყვარელი მამაკაცის გამო გადავიდა
ჯერ კიდევ 2015 წელს, იტალიელი ვარსკვლავი, ორნელა მუტი, ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურდა. თქვა და შეასრულა. მსახიობმა მოსკოვის ცენტრში, მაცხოვრის სახელობის ტაძართან ახლოს, ბინა უკვე შეიძინა.

როგორც გაირკვა, რუსეთის მიმართ მოულოდნელი სიყვარულის მიზეზი - საყვარელ მამაკაცთან ახლოს ყოფნა გახდა. მსახიობის რჩეული ფრანგი ფაბრის კერერვე გახლავთ, რომელიც უკვე დიდი ხანია მოსკოვში მოღვაწეობს.



საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად სულ ცოტა დრო რჩება - ამ მომენტისთვის ვარსკვლავი ორგანიზაციულ საქმეებს აგვარებს და ახალ ბინაში ნივთების გადასატანად ემზადება.


თუმცა, მსახიობს
რუსეთთან არა მარტო სიყვარული, არამედ ფესვებიც აკავშირებს - დედამისი ბალტიელი გერმანერლია, ესტონეთიდან. თუმცა მუტის წინაპრები სანკ-პეტერბურგიდან ესტონეთში დაახლოებით საუკუნის წინ გადასახლდნენ.

ვარსკვლავი ამაყობს საკუთარი წარმომავლობით და ხშირად იხსენებს, რომ მისი ბაბუა მეფის პირადი ექიმი იყო.

ორნელა მუტი ორჯერ იყო ქორწინებაში. მისი ბოლო ქორწინება 1996 წელს დასრულდა. ამჟამინდელი საყვარელი იტალიელმა მსახიობმა 2008 წელს გაიცნო, სამკაულების საკუთარ კოლექციაზე მუშაობისას. მეწარმე ფაბრის კერერვე ბრილიანტების მომარაგებით იყო დაკავებული.

საქმიანი თანამშრომშლობა მალე რომანში გადაიზარდა, რაც ორნელა მუტის რუსეთში გადასახლებით დასრულდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS