08 თებერვალი, 2018
დიდი დაბრუნება: პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში Spice Girl იმღერებს
უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Spice Girl კვლავ გაერთიანდება, ახლახან კი ჟურნალისტებმა გაარკვიეს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეს მუსიკოსებმა, ჯგუფი აღედგინათ.


1990-იანი წლების ყველაზე პოპულარული გოგონების ბენდი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში იმღერებს.

"Daily Mail"-ის ინფორმაციით, მეგან მარკლი წლების წინ ჯგუფის თაყვანისმცემელი იყო.

ჰარი და მეგანი 19 მაისს დაქორწინდებიან. ცერემონიალის დეტალები, სტუმრების ვინაობა და ა.შ. ჯერჯერობით, ცნობილი არაა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS