29 დეკემბერი, 2017
მეგან მარკლი ბრიტანული სამეფო ოჯახის ისტორიაში მეორე ქალი იქნება, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი ნამდვილად ისტორიული იქნება სხვადასხვა მიზეზის გამო.

გარდა იმისა, რომ მეგანი ამერიკელია, "ფორს-მაჟორის" ვარსკვლავს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა აქვს, რაც, როგორც წესი, ბრიტანული სამეფო ოჯახის საპატარძლოებს არ აქვთ: მეგანს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. მარკლიმდე ერთადერთი პატარძალი უმაღლესი განათლებით, ქეით მიდლტონი გახლდათ.
Rating











ცნობილია, რომ მეგან მარკლიმ დაამთავრა ჩრდილო-დასავლური უნივერსიტეტი, რომელიც ჩიკაგოს ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს.

ეს ილინოისის შტატში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მეგანმა თეატრალურ ხელოვნებასა და საერთაშორისო კვლევების დარგში ბაკალავრის დიპლომი აიღო. გარდა ამისა,
სკოლაში სწავლისას ის ქალთა საზოგადოების "კაპა კაპა გამა" წევრი იყო. სწავლის დასრულების შემდეგ, სამსახიობო კარიერის გაგრძელებამდე, მარკლი ბუენოს-აირესში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS