03 ნოემბერი, 2017
მულტიმილიონერი მადონა ევროპაში ეკონომ-კლასით დაფრინავს (ფოტო)
მსოფლიოში აღიარებული პოპ-დივა მადონა, საკუთარი შვილების სანახავად პორტუგალიასა და ლონდონში იმყოფებოდა.

ამაში უცნაური არაფერია, თუმცა, საზოგადოების გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სცენის დედოფალმა, რომლის ქონებაც 500 მილიონ დოლარს შეადგენს, ეკონომ-კლასით იფრინა.

Rating

თვითმფრინავში მის გამოჩენას გაოცება მოჰყვა, მომღერალს ჯინსის შარვალი, ბოტასები და სპორტული ქურთუკი ეცვა, აღსანიშნავია, რომ მას მაკიაჟიც არ ჰქონდა გაკეთებული. თვითმხილველების თქმით, პოპ-დივა ძირითადად ტელეფონით ერთობოდა.

შეგახსენებთ, პორტუგალიაში მადონას ვაჟი, დევიდ ბანდა საფეხბურთო კლუბ „ბენფიკაში“ თამაშობს.

რაც შეეხება უფროს ვაჟ როკოს, რომელიც მას გაი რიჩთან
ქორწინებიდან ჰყავს, ის ლონდონში ცხოვრობს.

დედა ვაჟების სანახავად ხშირად დადის.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS