19 სექტემბერი, 2016
პოპ-მუსიკის დედოფალი მადონა 16 წლის ვაჟს შეხვდა, რომელსაც მასთან ცხოვრება არ სურს
პოპ-მუსიკის 58 წლის ლეგენდა - მადონა, 16 წლის ვაჟს, როკოს შეხვდა, მას შემდეგ, რაც შვილზე მეურვეობის აღებისთვის, სასამართლო პროცესი წააგო.


Rating












მადონასა და რეჟისორის, გაი რიჩის განშორების შემდეგ, 2008 წლიდან, როკო მონაცვლეობით, ხან ამერიკაში, ხან კი ინგლისში ცხოვრობდა. ახლა ბიჭმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მამასთან რჩება.

ოჯახური ვახშამი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ რესტორანში შედგა.
Rating
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, როკო მამასთან ლონდონში დარჩება, სადაც ის სკოლაში დადის.

მომღერალს შვილზე ერთადერთი უფლება დარჩა, მოინახულოს როკო ნებისმიერ, ხელსაყრელ დროს.
მიუხედავად
იმისა, რომ ახლო წარსულში როკო დედასთან შეხვედრის წინააღმდეგი იყო, ახლა მათ შორის ურთიერთობა დალაგდა.

ოჯახური ვახშმის თვითმხილველები ადასტურებენ, რომ შეხვედრა მშვიდ გარემოში გაიმართა.
Rating












როკოს პირველად დანახვისას გაგიჭირდებათ ამოცნობა, რომ ის ვარსკვლავი მშობლების შვილია. განსაკუთრებით ამ სამოსში.
მადონა ლონდონში ჩავიდა, რათა შვილი სკოლაში გაეცილებინა.

დედამ შვილის მხარდაჭერა გადაწყვიტა, ვიდრე როკოს მამა, გაი რიჩი, მეგობარ სტინგს, მალიბუში სტუმრობს.


შვილთან შეხვედრის შემდეგ, მადონა სკოლის დირექტორს გაესაუბრა. აშკარაა, რომ დედა-შვილი შერიგდნენ, თუმცა როკომ მაინც მამასთან დარჩენა არჩია.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მადონა
ეს ქალი 58 წლისაა?
10:34 / 20-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS