19 სექტემბერი, 2017
შაკირა და ჟერარ პიკე დაშორდნენ?
შაკირასა და ჟერარ პიკეს რომანი უკვე 7 წელია გრძელდება. წყვილის ურთიერთობის ამბავი 2011 წელს გახმაურდა. 2013 წელს მათ პირველი შვილი, მილანი შეეძინათ, 2 წლის შემდეგ კი მეორე ვაჟი, რომელსაც საშა დაარქვეს.

მთელი ამ ხნის მანძილზე ჟერარი და შაკირა სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ბევრჯერ განმარტეს, რომ დაქორწინებას არ აპირებდნენ - რომ ერთმანეთი ისედაც ძალიან უყვართ და ქორწინება არაფერს შეცვლის.

თუმცა მაისში პიკემ განაცხადა, რომ ქორწილი მაინც იქნებო
და. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, მაგრამ ისინი არ დაქორწინებულან და თუ ტაბლოიდებს დავუჯერებთ, ალბათ, არც იქორწინებენ.

უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომღერალსა და ფეხბურთელს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, რაც შესაძლოა დაშორებით დასრულდეს.

ამაზე პირველ რიგში მიგვანიშნებს ის, რომ შაკირა ახალ კლიპში Perro Fiel ჯემთან ერთად ცეკვავს, მიუხედავად იმისა, რომ პიკემ მას სთხოვა სხვა მამაკაცებთან ერთად გადაღებებში მონაწილეობა არ მიეღო. მეორე შემთხვევა ბოლო მატჩის დროს მოხდა, როცა პიკემ მორიგი გოლის გატანისას შაკირას შეურაცხმყოფელი ჟესტი - შუა თითი უჩვენა. მესამე ფაქტი - რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა შვილებთან ერთად მათი საერთო სახლი დატოვა.
ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS