შაკირამ აღიარა, რომ მშობიარობის შემდეგ ეშინოდა, საერთოდ არ დაეკარგა თავისი სექსუალურობა. „შვილის დაბადების მერე მალევე სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ შარპეის ჯიშის ძაღლს ვგავდი. გავიფიქრე: ღმერთო ჩემო! იქნებ აღარასოდეს ვიყო სექსუალური? მომინდომებს კი ჩემი კაცი, როგორც ადრე? ო, ის ხომ ისეთი სიმპათიურია!“
ამ წლის იანვარში 36 წლის
კოლუმბიელმა ლამაზმანმა ინტერვიუში თავის მშობიარობასა და ახალშობილზეც ისაუბრა: „ბავშვის გაჩენა გა-მაოგნებელი რამაა. არ ელოდოთ, რომ ამქვეყნად დაიბადება ვარდისფერი ქერუბიმი! როცა პირველად დავინახე ჩემი ბავშვი, გავიფიქრე: „ო, ღმერთო! რატომაა ასეთი წითელი და დაჭმუჭნილი?“ თავდაპირველად ძალიან ძნელია საგნების ისე აღქმა, როგორც სინამდვილეშია“.
შაკირას ადრეც უთქვამს, რომ თანამედროვე დედებზე ძალიან დიდი ზეწოლაა. მშობიარობის შემდეგ აუცილებელია ფორმის სწრაფად აღდგენა და არავინ მოდის დათმობებზე. ჯერ კიდევ ორსულად იყო შაკირა, როცა ჟიურიში დაჯდა „ახალი ხმის“ ამერიკულ ვარიანტში, სადაც მისი კოლეგები მამაკაცები არიან. „სახალისო იყო, როგორ საყვარლად მექცეოდნენ, სანამ ორსულად ვიყავი“. ახლა კი, მისივე თქმით, ხანდახან უბრალოდ ნერვებს უშლიან.
ჟურნალი „რეიტინგი“