მთელი ამ ხნის მანძილზე ჟერარი და შაკირა სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ბევრჯერ განმარტეს, რომ დაქორწინებას არ აპირებდნენ - რომ ერთმანეთი ისედაც ძალიან უყვართ და ქორწინება არაფერს შეცვლის.
თუმცა მაისში პიკემ განაცხადა, რომ ქორწილი მაინც იქნებო
უცხოური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომღერალსა და ფეხბურთელს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, რაც შესაძლოა დაშორებით დასრულდეს.
ამაზე პირველ რიგში მიგვანიშნებს ის, რომ შაკირა ახალ კლიპში Perro Fiel ჯემთან ერთად ცეკვავს, მიუხედავად იმისა, რომ პიკემ მას სთხოვა სხვა მამაკაცებთან ერთად გადაღებებში მონაწილეობა არ მიეღო. მეორე შემთხვევა ბოლო მატჩის დროს მოხდა, როცა პიკემ მორიგი გოლის გატანისას შაკირას შეურაცხმყოფელი ჟესტი - შუა თითი უჩვენა. მესამე ფაქტი - რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა შვილებთან ერთად მათი საერთო სახლი დატოვა.
ანა გარელი