12 აპრილი, 2017
ვალერი მელაძე ქალიშვილის ქორწინებას არ ცნობს
ინგა მელაძემ და ნური ვერგეზემ საქორწინო ფიცი უკვე დადეს, თუმცა დიდი წვეულების გამართვაზე უარი თქვეს. როგორც გოგონას დედამ, ირინამ განაცხადა, ქორწილი ვიწრო, ოჯახურ წრეში შედგა, ამიტომ წყვილი მეორე ქორწილის გამართვას 2017 წლის ოქტომბერში გეგმავს.

ამ იდეას, ყველაზე მეტად ინგას მამა, ვალერი მელაძე უჭერს მხარს. არტისტი შოუს "Поехали" სტუმარი იყო, სადაც გამოტყდა, რომ ქალიშვილის ქორწინებას არ ცნობს, ვიდრე ქორწილში კარგად არ "გაერთობა".

"მე ამ ქორწილს არ ვცნობ, ვიდრე ერთად არ დავთვრებით" - იხუმრა მომღერალმა.

ვალერ
ის არც ის დაუმალავს, რომ სიძეს კარგად არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ნური კარგი და საიმედო ბიჭია.

ვერგეზესა და ვალერის დაახლოებაში ენის ბარიერი უშლის ხელს. ქალიშვილის რჩეულთან შეხვედრა, ვალერის მხოლოდ თარჯიმნის თანხლებით შეუძლია, რადგან ინგლისური ისე კარგად არ იცის, როგორც ნურიმ.

მომღერალმა იმაზეც ისაუბრა, რომ ქორწილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შედგება, თუმცა კონკრეტული ადგილი ცნობილი ჯერ არ არის.

ანა გარელი

აუცილებლად დაგაინტერესებთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS