20 იანვარი, 2017
ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი გათხოვდა - 25 წლის ინგას რჩეული ტელეარხ "ალ-ჯაზირას" მიმომხილველი ნური ვერგეზე გახდა
რუსეთში მოღვაწე მომღერალმა, ვალერი მელაძემ უფროსი ქალიშვილი გაათხოვა. 25 წლის ინგა ტელეარხ -"ალ-ჯაზირას" ჟურნალისტს ნური ვერგერას გაჰყვა ცოლად. წყვილმა ჯერ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, დიდი წვეულების გამართვას კი ამ წლის ოქტომბერში გეგმავენ.

ინსტაგრამზე საქორწინო კაბაში გამოწყობილმა ინგამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. "14.01.2017 დიდი დღე, პატარა ცერემონია. მოუთმენლად ველი როდის განვიცდი იგივე ბედნიერებას ოქტომბერში" - წერს მუსიკოსის ქალიშვილი.

პატარა ცერემონია კემბრიჯში გაიმართა. პატარძლის მამა და მისი უმცროსი და, სოფია წვეულებას ვერ დაესწრნენ, მაგრამ გართობას ოქტომბერში აპირებენ.
ახალდაქორწინებულების მისალოცად ეწვივნენ ინგას დედა, ირინა და მეორე უმცროსი და, არინა.

ინგასა და ნურის ნიშნობა 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ახალგაზრდებს ოქტომბრის დღესასწაულის აღნიშვნა ნიშნობიდან ზუსტად ორი წლის თავზე სურთ - 7 ან 8 ოქტომბერს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS