14 თებერვალი, 2017
ტომ კრუზს დედა გარდაეცვალა, რომელსაც სექტანტობის გამო არ ნახულობდა
ტომ კრუზმა დედა დაკარგა. მერი ლი საუტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტომის დედა გასულ კვირას დაიღუპა, კვირის მიწურულს კი ტომმა და მისმა უფროსმა დებმა დაკრძალვა საინტოლოგიური ეკლესიის წესებით განახორციელეს.

მერი ლი ბოლოს 2009 წელს გამოჩნდა, როცა "ოქროს გლობუსის" ცერემონიალზე შვილს მხარს უჭერდა. ცნობილია, რომ ტომი სწორედ დედამ წაახალისა, რომ მსახიობი გამხდარიყო, ოდესღაც თავადაც მსახიობობაზე ოცნებობდა.

მამასთან ტომს ნაკლებად ჰქონდა ურთიერთობა - მშობლები 1974 წელს გაეყარნენ, რის შემდეგაც დედამისი მეორედ გათხოვდა.

ტომის მამა
- ტომას კრუზი, სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 1986 წელს გარდაიცვალა.

ანა გარელი

ასევე იხილეთ:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS