ტომი, ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობდა ქალიშვილ სურის, რომელიც მსახიობთან, კეიტ ჰოლმსთან ქორწინებაში შეეძინა. რამდენიმე თვის წინ კი გაირკვა, რომ საინტოლოგ ვარსკვლავს ქალიშვილთან ურთიერთობა საერთოდ აღარ სურს. კრუზი დარწმუნებულია, რომ 10 წლის სურიში დემონი ჩასახლდა.
წყაროების ცნობით, საენტოლოგებმა ტომი დაარწმუნეს, რომ ქალიშვილის ვერ ნახავს,
ჟურნალისტებმა, ახლახანს კიდევ ერთი ამბავი გაარკვიეს - კრუზმა დედასთან ურთიერთობაც გაწყვიტა. მეტიც, 79 წლის მერი ლი მაპოზერი სიკვდილს ებრძვის და ბოლო დღეები აქვს დარჩენილი.
დასავლეთში დედის დღე მაისში აღინიშნება. ამ დღეს მერი ლი ინვალიდის ეტლში შენიშნეს, ქალს დამოუკიდებლად სუნთქვაც უჭირს. მან დღესასწაული ცნობილი შვილის გარეშე აღნიშნა. მსახიობის დედასთან, ტომის ნაშვილები ვაჟი და მისი და იმყოფებოდნენ.
"არაფერია იმაზე საშინელი, როცა თქვენი შვილები, რომელთათვისაც ყველაფერზე ხართ წამსვლელი, უბრალოდ წყვეტენ ურთიერთობას ასეთ რთულ მომენტში, განსაკუთრებით დედის დღეს" - ამბობს თვითმხილველი.
აშკარაა, რომ დედა-შვილის დაშორების მიზეზი, კვლავ საენტოლოგიური ეკლესია გახდა, რადგან ცოტა ხნის წინ კრუზის დედამ, ამ ტაძართან კავშირი გაწყვიტა. 2009 წელს კი ტომი დედით ამაყობდა და მასთან ერთად "ოქროს გლობუსის" დაჯიდლოვებაზე, წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი ცოლს, ქეით ჰოლმსს 2012 წელს გაეყარა. მთავარი მიზეზი, ეკლესიის წევრების ზედმეტი ყურადღება და პირად ცხოვრებაში ჩარევა გახდა, რაზეც ჰოლმსმა უარი თქვა.
ამბობენ, ნიკოლ კიდმანთან განშორების მიზეზიც ეს გახდა.
ნაოკო ვატანაბე