07 დეკემბერი, 2016
40 წლის მამაკაცმა საავადმყოფოში 12 წლის ფეხმძიმე გოგონა მიიყვანა და მას საკუთარ ცოლს უწოდებდა
ინციდენტი ჩინეთში მოხდა. საავადმყოფოში ფეხმძიმე გოგონა მიიყვანეს. 40 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ გოგონა მისი 20 წლის ფეხმძმე ცოლი იყო, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ მომავალი დედა მხოლოდ 12 წლისაა.

ჩინეთის პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ბავშვს აუპატიურებდა. ის საავადმყოფოში 12 წლის ფეხმძიმე გოგონასთან ერთად, მორიგი შემოწმებისთვის გამოჩნდა და ექიმებს არწმუნებდა, რომ ბავში 20 წლის იყო, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

"შეკითხვების დასმას მორჩით! უბრალოდ თქვენი საქმე გააკეთეთ!" - მიმართა გაბრაზებულმა ექიმებს. თუმცა
ექიმები პირველი დანახვისთანავე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე პატარა გოგონა იდგა.

Rating

პრესაში გავრცელებულ ფოტოზე გოგონას წამოზრდილი მუცელი და სტრიები ჩანს. ამ დროისთვის ის სამი თვის ფეხმძიმე იყო. მისმა ეგრეთწოდებულმა "ქმარმა" და "დედამთილმა" კი ექიმთან ნაყოფის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მიიყვანეს.

როცა ორმა ადამიანმა მტკიცება დაიწყო, რომ გოგონა 20 წლის იყო, ექიმებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. ბავშვი ჩინურად ვერ საუბრობდა და ვერც მისი საბუთების პოვნა მოხერხდა, ამიტომ პოლიციამ ზუსტი ასაკი ვერ დაადგინა. თუმცა დადგინდა, რომ არა ჩინეთიდან, არამედ სამხრეთ აზიიდანაა.

სამწუხაროდ, სამხრეთ აზიურ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს არასრულწლოვანი საცოლეების ბაზარი, რომლებიც ცოლად შუახნის კაცებს მოჰყავთ.

Rating

უზრუნველყოფილი ჩინელი კაცები ყველაზე ხშირად არასრულწლოვან საცოლეებს ვიეტნამში ყიდულობენ. ჩინეთში მსგავსი ინციდენტისთვის დიდი სასჯელია, ამიტომ მამაკაცს ხანგრძილი პატიმრობა ელის, შესაძლოა უმაღლესი სასჯელიც მიესაჯოს. თავად გოგონას კი თავშესაფარს გადასცემენ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
თიკო
90-იან წლებში ბევრი პატარა ამავე ასასკის ბავშვი ყავს ბევრ ქართველ კაცს მოტაცებული და ვითომ ცოლი დაარქვეს, რატომ არავინ იგებდა ხმას მაშინ?
00:27 / 30-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მსოფლიო შეშლილია, ვერაფრით ვერ მოხერხდა ადამიანების ყიდვა-გაყიდვის აკრძალვა მის ყოველ კუთხეში, ასეთი რამე სადაც არის დაშვებული ან უნდა აიკრძალოს, ან საერთოდ უნდა გააქრონ ეს ხალხი პლანეტიდან, რა უბედურებაა ასეთი აზროვნების ხალხის არსებობა.
14:42 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ვერა
აი კომენტარი... ვაი შენს პატრონს!!! იმედია შვილი არ გყავს და არც გეყოლება!
14:19 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ნანა ეტყობა გაჟრიალებს ხო?
04:44 / 09-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რას ბოდავ ნანა ხარ თუ ვიღაცა, ქმარი თუ მოძალადე მონსტრი,შენი შვილი გააყოლე მაშინ მაგ ასაკში პატრონს( ანუ ქმარს შენი აზრით)
23:22 / 08-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS