ჩინეთის პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ბავშვს აუპატიურებდა. ის საავადმყოფოში 12 წლის ფეხმძიმე გოგონასთან ერთად, მორიგი შემოწმებისთვის გამოჩნდა და ექიმებს არწმუნებდა, რომ ბავში 20 წლის იყო, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.
"შეკითხვების დასმას მორჩით! უბრალოდ თქვენი საქმე გააკეთეთ!" - მიმართა გაბრაზებულმა ექიმებს. თუმცა
პრესაში გავრცელებულ ფოტოზე გოგონას წამოზრდილი მუცელი და სტრიები ჩანს. ამ დროისთვის ის სამი თვის ფეხმძიმე იყო. მისმა ეგრეთწოდებულმა "ქმარმა" და "დედამთილმა" კი ექიმთან ნაყოფის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მიიყვანეს.
როცა ორმა ადამიანმა მტკიცება დაიწყო, რომ გოგონა 20 წლის იყო, ექიმებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს. ბავშვი ჩინურად ვერ საუბრობდა და ვერც მისი საბუთების პოვნა მოხერხდა, ამიტომ პოლიციამ ზუსტი ასაკი ვერ დაადგინა. თუმცა დადგინდა, რომ არა ჩინეთიდან, არამედ სამხრეთ აზიიდანაა.
სამწუხაროდ, სამხრეთ აზიურ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს არასრულწლოვანი საცოლეების ბაზარი, რომლებიც ცოლად შუახნის კაცებს მოჰყავთ.
უზრუნველყოფილი ჩინელი კაცები ყველაზე ხშირად არასრულწლოვან საცოლეებს ვიეტნამში ყიდულობენ. ჩინეთში მსგავსი ინციდენტისთვის დიდი სასჯელია, ამიტომ მამაკაცს ხანგრძილი პატიმრობა ელის, შესაძლოა უმაღლესი სასჯელიც მიესაჯოს. თავად გოგონას კი თავშესაფარს გადასცემენ.
ლეა ხიმშიაშვილი