ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა
გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გუკა რჩეულიშვილის დეიდა, ყოფილი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ დაკავების პროცესი ახლა მიმდინარეობს და გუკა ჯერ არ დაუკავებიათ.
AMBEBI.GE ინფორმაციის დასაზუსტებლად პროდიუსერის მამას, ყოფილ პარლამენტარ ვახტანგ რჩეულიშვილს დაუკავშირდა:
- ბატონო ვახო, გავრცელდა ინფორმაცია რომ დღეს დილით თქვენი ვაჟი დააკავეს?
- არ დაუკავებიათ, თუმცა ცდილობენ. სამართალ
დამცავები, განჩინებით მივიდნენ ლელა კილაძის სახლში, სადაც გუკა ეგულებოდათ, მაგრამ ვერ ნახეს. მივიდნენ პროკურორები, რომლებმაც წარადგინეს სასამართლოს განჩინება და მას "ცენტრ-პოინტის" საქმესთან დაკავშირებით ედავებიან, ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდში. ამ საქმეზე უკვე დაკავებულია ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი. პოლიტიკურ დევნად ვაფასებთ ამ საქმეს, თუ ვინმეს რამე აინტერესებს ამ საქმეზე, ჩვენ გუკაზე მეტი ვიცით.
იხილეთ სრულად