ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს
„რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით ამ წუთებში გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას „კურიერს“ გუკა რჩეულიშვილის დედა - მაია რჩეულიშვილი უდასტურებს.
მისი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ მისი ცენტრ-პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.