''ნატალია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ბატონმა სოსო კავკავაშვილმა მიიწვია ამ კონკურსზე, მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ
პირველ შესარჩევ ტურზე კონკურსის ჟიურიმ ნატალია გადაიყვანა შემდეგ ტურზე, მას ნახევარ ფინალზე უნდა მიეღო მონაწილეობა და არ მოვიდა, ტელეფონი შეცვალა.
მერე როცა გავარკვეთ მისი ნომერი, თქვა რომ სასულიერო პირები დაემუქრნენ და შეეშინდა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც არ გამოცხადდა კონკურსზე. რაც შეეხება ფინალს, ის მოწვეული იყო სტუმრის რანგში. ამ ფინალს 400 სტუმარი ესწრებოდა და ყვალას მონახულება შეუძლებელი იქნებოდა.
ვის ვის და ნატალია გენდერული იდენტობის გამო ამ კონკურსზე არ დაჩაგრულა. მას აბსოლიტური შესაძლებლობა ჰქონდა რომ კონკურსზე, როგორც კონკურსანტი ისე ყოფილიყო ფინალზეც. მე გახლავართ ჟიურის თავჯდომარე და ნატალიას მივმართავ, ნუ გვდებს ბრალს რომ ჩვენ მას ყურადღება არ მივაქციეთ.
კიდევ იმას დამტკიცება უნდა, ვინ მიიწვია კონკურსზე''.