11 ნოემბერი, 2015
ტრანსგერდერი ნატალია მაჭარაშვილი სილამაზის კონკურსს უპირისპირდება - ''ეჭვი მეპარება, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება იყო''
ფოიეში ვიდექი ვურეკავდი და ტელეფონები გამომირთეს 10 ნოემბერს რესტორან ''კრუიზში'' სილამაზის კონკურსს ''მის და მისტერ გოლდენ ბრენდის'' ფინალი გაიმართა. სილამაზის კონკურსმა მაყურებლის ყურადღება თავიდან იმით მიიქცია, რომ მისი ერთ -ერთი მონაწილე ტრანსგენდერი, ნატალია მაჭარაშვილი იყო. ნატალიამ ფინალამდე ვერ მიაღწია. კონკურსის გამარჯვებული ''მის გოლდენ ბრენდი'' მარიამ გოგუა და ''მისტერ გოლდენ ბრენდი'' კი ბექა სეფაშვილი გახდნენ.

ნატალია მაჭარაშვილი კონკუნსის ორგანიზატორებს გაუნაწყენდა, იმის გამო, რომ მათ ''კრუიზში'' მისულს ყურადღება არ მიაქციეს.

''მოგესალმებით ყველას. პატარ განცხადებას გავაკეთებ mister &mis
golden brand
-ის კონკურსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მე ამ კონკურსში ვღებულობდი მონაწილეობას. მაგრამ რაღაცა მიზეზებისდა გამო გამოვეთიშე კონკურს.

დღეს ფინალზე ბატონმა გიორგი მასხულიამ პირადად მიმიწვია სტუმრის სახელით ,თუმცა იქ მისულს სრული ქაოსი დამხვდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ უნდა მომსალმებოდნენ მაინც, ეგ არაფერი, ფოიეში ვიდექი ვურეკავდი და ტელეფონები გამომირთეს. დარბაზში შესულს კი ქალბატონმა ლანდა მასხულიამ დამინახა თუ არა, ზურგი მაქცია და დაჯდა. აღმოვჩნდი გაურკვეველ სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ დავტოვე დარბაზი. არადა მე ვიყავი ის ადამიანი ვინც მაგათი კონკურსი ესე გააპიარა. არამგონია, ისე ვინმეს დაინტერესებოდა, თუ ვინ რა კონკურს ატარებს. უბრალოთ საწყენია, როცა ვიღაცა რაღაცის გამო გიყენებს და შენით იკეთებს პიარს, მონაწილეებს ყველას წარმატებებს ვუსურვებ, გულწრფელი ვარ.

მე ჩემით არ მივსულვარ შესარჩევზეც. თვითონ მიმიწვია ბატონმა სოსო კავკავაშვილმა. ბექა სეფაშვილს და გოგონას რომელმაც გაიმარჯვა, ვულოცავ გამარჯვებას. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ჟიურის გადაწყვეტილება ყოფილიყო. მადლობთ.''

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS