25 წლის მსახიობისთვის ეს პირველი პაემანი იყო
"ჰარი პოტერის" ვარსკვლავი ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მამაკაცთან ერთად პირველად გამოჩნდა. ემა უოთსონი და ახალგაზრა მამაკაცი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობდნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ რესტორანში ისადილეს. ფოტოგრაფებდა წყვილი ხელჩაკიდებულებიც დააფიქსირეს.
25 წლის მსახიობისთვის ეს პირველი პაემანი იყო მას შემდეგ, რაც 9 თვის წინ წარმოშობით ქართველ მორაგბეს - მეთიუ ჯანის, იგივე მათე ჯანაშვილს დაშორდა. მათი ურთიერთობა 1 წელს გრძელდებოდა, დაშორების ინიციატორი კი თავად ემა გახლდათ.
მანამდე მსახიობი 2 წელს ბოსტონის სუნივერსიტეტის სტუდენტს
- უილ ადამოვიჩს ხვდებოდა. წყვილის ნიშნობაზე ხმებიც დადიოდა, მაგრამ ადამოვიჩის ნარკოტიკებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. გარდა ამისა ემას პრინც ჰარისთან რომანზეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ მსახიობმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე ეს ჭორი პირადად უარყო.
ანა ვერძაძე