01 ოქტომბერი, 2015
პრინც ჰარისთან დაშორების შემდეგ ემა უითსონი ქართველ მორაგბეს ხვდება
''ჰარი პოტერის თავგადასავალის" ჯადოქარ გოგონა ჰერმიონას, ინგლისში მოღვაწე ქართველი მორაგბე მეთიუ ჯანი, იგივე – მათე ჯანაშვილი შეუყვარდა. ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემები უკვე აქტიურად წერენ, რომ უახლოეს მომავალში მათი ქორწილი შედგება.

წყვილი ერთმანეთს ერთ წელზე მეტია, ხვდება. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია,რომ დაშორდნენ, მაგრამ დაბრკოლებების მიუხედავად წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა.

2015 წელს პრესაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ ემას და ბრიტანეთს სამეფო ტახტის მემკვიდრეს- პრინც ჰარის რომანი ჰქონდათ. მალე მსახიობმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ არ ღირს დაიჯერონ ის, რასაც
მის შესახებ პრესაში წერენ.

მეთიუ ჯანი, იგივე მათე ჯანაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტის რაგბის კლუბის წევრია. წარმოშობით ქართველი სპორტსმენი 1992 წლის 23 ივლისს ინგლისში დაიბადა. რაგბის თამაში მან 6 წლის ასაკში დაიწყო.

ცნობლია, რომ მეთიუ ჯანის წინაპრები 1921 წელს ინგლისში გადაასახლეს.


Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS