19 სექტემბერი, 2015
"პროფილის" ტრანსფორმაცია: რატომ გადაწყვიტა მაია ასათიანმა იმიჯისა და გადაცემის ფორმატის შეცვლა
როგორც ჟურნალისტი, მივიჩნევ, რომ ერთი ადგილის ტკეპნა მოსაწყენია
მაყურებლის რეაქციებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ "პროფილის" ტრანსფორმაცია წარმატებული აღმოჩნდა. ამ სეზონიდან გადაცემაში მხოლოდ პრობლემებზე ისაუბრებენ. ახალი სეზონის პირველ გადაცემას, წამყვანის იმიჯს და სტუმრების უმძიმეს ისტორიებს უკვე მოჰყვა შეფასებები, მაყურებელმა განახლებული "პროფილი" მეტნაკლებად დადებითად შეაფასა. რატომ გადაწყვიტა იმიჯის და გადაცემის ფორმატის შეცვლა, ამის შესახებ მაია ასათიანი AMBEBI.GE-ს უამბობს.

- რატომ გადაწყვიტეთ გასართობი "პროფილი" დაუტოვოთ "სხვა პროფილებს" და ამ სეზონზე მხოლოდ პროლემებზე ისაუროთ თქვენს გადაცემაში?
- როგორც
ჟურნალისტი, მივიჩნევ, რომ ერთი ადგილის ტკეპნა მოსაწყენია. ჩემს პროფესიაში ყოველთვის გაუკვალავ თოვლში სიარული მიყვარდა. თავის დროზე, როცა "პროფილი" გავაკეთეთ, ამ გადაწყვეტილებას ბევრი უყურებდა სკეპტიკურად. ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება პოპულარული გამხდარიყო გადაცემა, სადაც სტუმრად არ იქნებოდნენ პოლიტიკოსები. ერთ წელიწადში "პროფილი" სუპერ პოპულარული გადაცემა გახდა. ახლა, როცა ფორმატი შევცვალე, იგივე ხალხი მეუბნებოდა, როგორ შეიძლება არ გააკეთო გადაცემა ყვითელ თემებზე და ეს გადაცემა იყოს რეიტინგული?

მე მიყვარს რთული გამოწვევების წინაშე დგომა და დაუპყრობელი მწვერვალების აღება, ეს არის ჩემი აზარტი. ასევე ძალიან მაღელვებს ის თემები და პროლემები, რაც საზოგადოებაშია. "პროფილის" შემდეგ ტელებაზარზე გეომეტრიული პროგრესიით მომრავლდა მსგავსი გადაცემები, შესაბამისად, მოვიდა დრო, გასართობი ჟანრი დავუთმოთ "სხვა პროფილებს" და ჩვენ ღიად ვისაუბროთ საზოგადოების პრობლემებზე. სამარშრუტო ტაქსებში, ქუჩაში, სახლებში, ხალხი ამ თემებზე საუბრობს და ჟურნალისტი ახლოს უნდა იყოს ხალხის პრობლემებთან.

- საზოგადოება საკუთარ ოჯახში მომხდარ პრობლემებს, ძალადობის, გაუპატიურების და სხვა ფაქტებს მალავს. რთული არ იქნება ასეთი რესპოდენტების მოძიება?
- ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არავის ვავნოთ და მოვუტანოთ ზიანი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნინი
ვაა აქ რა ამბებია. რა გიკვირთ დათო კიკალიშვილის და მაიას ამბები? მაიას ახლაც სიგიჟემდე უყვარს დავითი. ეგ მეც გავიგე რომ დავითი ცოლს გაშორდა და საცოლეც ყავს, ექიმია წარმატებული, გერმანიაში მუშაობს. მაგარი ქალია . დათოს სიგიჟემდე უყვარსო
16:59 / 21-10-2015
გამოხმაურება / 0 /
როდამი
აუ არვიცი გინდა ბოროტებაში ჩამი,ტვლაეთ და გინდა გულახდილობაში."ქალია",რომელსაც აბსულუტურად არაფერი არ უხდება.რა ა:ღარ გაიკეთა და რა არ ჩაიცვა მაგრამ უშნო სახეს არაფერი არ შველის.მიმიკებიც რობოტის გეგონება
13:08 / 04-10-2015
გამოხმაურება / 0 /
რიტა
გაოცებული დავრჩი.არ მეგონა მაიკოსგან,თანაც ოჯახის დანგრევა სხვა კაცის გამო და ისიც კრახით.
21:07 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რიტას ნაიკო და და დათო 10წლის უკან იყვნენ ერთად, ჩვეულებრივი რომანი ქონდათ, დათოს გამო მაიკომ ოჯახიც კი დაანგრია, დათომ კი ცოლი არ მიატოვა. ახლა კი დათო უკვე დიდი ხანია სხვასტან ბედნიერია და იმდენად რომ ცოლსაც კი გაშორდა, მაიკო კი ისევ ცდილობს დათოს დაბრუნებას.
10:32 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
რიტა
მაიას დათოსთან რამე აკავსირებდა?????ძალიან გამიკვირდა.მე მარტო მეგონა ეგ ქალი.
20:58 / 24-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS