მაყურებლის რეაქციებს თუ დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ "პროფილის" ტრანსფორმაცია წარმატებული აღმოჩნდა. ამ სეზონიდან გადაცემაში მხოლოდ პრობლემებზე ისაუბრებენ. ახალი სეზონის პირველ გადაცემას, წამყვანის იმიჯს და სტუმრების უმძიმეს ისტორიებს უკვე მოჰყვა შეფასებები, მაყურებელმა განახლებული "პროფილი" მეტნაკლებად დადებითად შეაფასა. რატომ გადაწყვიტა იმიჯის და გადაცემის ფორმატის შეცვლა, ამის შესახებ მაია ასათიანი AMBEBI.GE-ს უამბობს.
- რატომ გადაწყვიტეთ გასართობი "პროფილი" დაუტოვოთ "სხვა პროფილებს" და ამ სეზონზე მხოლოდ პროლემებზე ისაუროთ თქვენს გადაცემაში?
- როგორც
მე მიყვარს რთული გამოწვევების წინაშე დგომა და დაუპყრობელი მწვერვალების აღება, ეს არის ჩემი აზარტი. ასევე ძალიან მაღელვებს ის თემები და პროლემები, რაც საზოგადოებაშია. "პროფილის" შემდეგ ტელებაზარზე გეომეტრიული პროგრესიით მომრავლდა მსგავსი გადაცემები, შესაბამისად, მოვიდა დრო, გასართობი ჟანრი დავუთმოთ "სხვა პროფილებს" და ჩვენ ღიად ვისაუბროთ საზოგადოების პრობლემებზე. სამარშრუტო ტაქსებში, ქუჩაში, სახლებში, ხალხი ამ თემებზე საუბრობს და ჟურნალისტი ახლოს უნდა იყოს ხალხის პრობლემებთან.
- საზოგადოება საკუთარ ოჯახში მომხდარ პრობლემებს, ძალადობის, გაუპატიურების და სხვა ფაქტებს მალავს. რთული არ იქნება ასეთი რესპოდენტების მოძიება?
- ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, არავის ვავნოთ და მოვუტანოთ ზიანი. იხილეთ სრულად




















