ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ ''რუსთავი 2-ის დილიდან'' დაგვემშვიდობა და ამინდის გამოსაცხადებლად ნანუკას ადრე ადგომა აღარ უწევს, ამიტომ დილის ძილის დაფრთხობამ
''დილის 10-ზე დამადგა შმაგი დეკანოსიძე, რომელიც მამაჩემს და ბებიაჩემს სთხოვდა ჩემთან შეხვედრას, ვითომ ჩემი მეგობარი იყო… იყალთოს მთაზე ვცხოვრობო, ჭიათურელი მშრომელი ბიჭი ვარ შემახვედრეთო (ამ დროს გვერდით ოთახში მძინავს). ყველაფერი ყოფილა, მაგრამ ეს მართლა ფარულ კამერას გავდა'' - წერს ნანუკა საკუთარ გვერდზე.
მოდელის ამ სტატუსს მისი მეგობრების გამხიარულება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანუკამ იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ დამატებით რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა. თურმე ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' , _ წერს ნანუკა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი-დეკანოსიძისა, იხუმრა საკუთარ თავზე გოგიჩაიშვილმა.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის