02 აგვისტო, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა
ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი დიდი ხანია რაც აქტიურად სარგებლობს ''ფეისბუქით'' და თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან ხშირად წერს საინტერესო დეტალებს. ნანუკას გვერდი რომ დაათვალიეროთ მის შესახებ იმდენ საინტერესო რამეს შეიტყობთ, რომ ერთი კარგი და სახალისო ინტერვიუ გამოვა.

ტელეწამყვანი რამდენიმე დღის წინ ''რუსთავი 2-ის დილიდან'' დაგვემშვიდობა და ამინდის გამოსაცხადებლად ნანუკას ადრე ადგომა აღარ უწევს, ამიტომ დილის ძილის დაფრთხობამ
განსაკუთრებულად გააბრაზა. მიზეზი კი საინტერესო და მინდა გითხრათ, სკანდალური გახლდათ, ნანუკა გოგიჩაიშვილს სახლში თაყვანისმცემელმა მიაკითხა.

''დილის 10-ზე დამადგა შმაგი დეკანოსიძე, რომელიც მამაჩემს და ბებიაჩემს სთხოვდა ჩემთან შეხვედრას, ვითომ ჩემი მეგობარი იყო… იყალთოს მთაზე ვცხოვრობო, ჭიათურელი მშრომელი ბიჭი ვარ შემახვედრეთო (ამ დროს გვერდით ოთახში მძინავს). ყველაფერი ყოფილა, მაგრამ ეს მართლა ფარულ კამერას გავდა'' - წერს ნანუკა საკუთარ გვერდზე.

მოდელის ამ სტატუსს მისი მეგობრების გამხიარულება მოჰყვა, რის შემდეგაც ნანუკამ იდუმალი თაყვანისმცემლის შესახებ დამატებით რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა. თურმე ვინმე შმაგი მერვე სართულზე ფეხით ასულა, ხოლო მას შემდეგ რაც მომავალმა ''სასიმამრომ'' ლიფტთან მიაცილა, გაუხარდა და თან გაოცდა ''უი, ლიფტიც გქონიათო'' , _ წერს ნანუკა.

ნანუკა გოგიჩაიშვილი-დეკანოსიძისა, იხუმრა საკუთარ თავზე გოგიჩაიშვილმა.

Rating
სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ისე...
რომ იცოდე ,მაგ ჭიათურელი ,მშრომელი ბიჭის ღირსიც არა ხარ.პირს რომ გააღებ და დაილაპარაკებ მითუმეტეს.შენი გადმოცემული ამინდის პროგნოზი საოცრება იყო პირდაპირ.პირველკლასელივით ბლუკუნებდი ,როგორც კი კადრს მიეფარებოდი.მარტო შენი ფეხების სილამაზე თუ კმარა,კი ბატონო,ნებისმიერი ტელევიზიის მონაპოვარი იქნები.
19:17 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს რა მომხდარა, ამას გვიმალავდით?!
11:19 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნადო
ჟურნალისტო აზრები დაამთავრე რა გინდა, რომ გაგვაგებინო ნანუკა თხოვდება თუ ვიღაცას რაღაცა აერია და ვეღარ გაიგო სად მივიდაა???????
10:03 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დიდი ბოდიში რაა გოგო მე თვითონ დეკანოსიძე ვარ და ნუ კაიფობ მაგ გვარის წარმომადგენლებზე გოგიჩაიშვილო რააააააააააააააააააა
23:27 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კიიიიიიიიიიიიიიი ნუკრი
50 წლის ქალი გოგო ვარ და ამ ოჩოფეხა გოგოსი მშურს.ჰ
19:12 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკრი
ძაან კაი გოგოა უბრალოდ გოგოები შურიანები ხართ
16:36 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯინა
ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ ამ გოგოს ცხოვრებაში პირველად მიაკითხა თაყვანისმცემელმა სალხში და სიხარულისგან აზრები ვეღარ დაალაგა.
14:16 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
გოიმობა
გოიმობა
14:03 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
როგორც კი რუსთავი 2ზე ამინდი იწყებოდა მაშინვე ვრთავდი სხვა არხზე
11:26 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ერთი მაღალი გოგოა გრძელფეხება. მორჩა.
20:08 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS