"ყველაფერი ცუდი, უკეთესობისთვის ხდება!
ალბათ დრომ მოიტანა სულ სხვა რელსებზე გადასულიყო ჩემი თავშესაფარი. საზოგადოების არნახულმა მხარდაჭერამ მაფიქრებინა ამ იდეის რეალიზება...
მეგობრებო, ხომ არ დადგა დრო, ერთიანი ძალით დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს?!
რადგან პატარა და დიდი ქველმოქმედება არ არსებობს, მაქვს იდეა, გავაკეთოთ საზოგადოებრივი თავშესაფარი.
ყველამ შევიტანოთ წვლილი იმ დიდ საქმეში, რასაც ძაღლების
იმედია სახელმწიფოც თანადგომას გამოუცხადებს ამ უპრეცედენტო პროექტს და ქალაქის გარეუბანში სიმბოლურ ფასად გადმოგვცემს მიწის ნაკვეთს.
ერთიანი ძალებით მოეწყობა ძაღლების თავშესაფარი, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ჩვენი გამოცდილი კადრები.
ვინც იზიარებთ ამ იდეას, თქვენი თანხმობა გამოხატეთ კომენტარებში!
თუ უმრავლესობა მოიწონებს ამ აზრს, ხვალ გამოვაცხადებთ საბანკო რეკვიზიტებს.
ახლა მოქმედების და გვერდით დგომის დროა!
ერთად ხომ სასწაულებს ვახდენთ!!!
გააზიარეთ, გთხოვთ!!!" - წერს ელიზბარაშვილი




















