14 ივნისი, 2015
თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარის განადგურების შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
უკვე ცნობილია, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი განადგურებულია. დაღუპულია ცხოველების დიდი ნაწილი. ერთი საათის წინ, თავშესაფარის "ფეისბუქის" გვერდზე სპეციალური განცხადება გავრცელდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

"ყველაფერი ცუდი, უკეთესობისთვის ხდება!

ალბათ დრომ მოიტანა სულ სხვა რელსებზე გადასულიყო ჩემი თავშესაფარი. საზოგადოების არნახულმა მხარდაჭერამ მაფიქრებინა ამ იდეის რეალიზება...

მეგობრებო, ხომ არ დადგა დრო, ერთიანი ძალით დავეხმაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს?!

რადგან პატარა და დიდი ქველმოქმედება არ არსებობს, მაქვს იდეა, გავაკეთოთ საზოგადოებრივი თავშესაფარი.

ყველამ შევიტანოთ წვლილი იმ დიდ საქმეში, რასაც ძაღლების
გადარჩენა ჰქვია.

იმედია სახელმწიფოც თანადგომას გამოუცხადებს ამ უპრეცედენტო პროექტს და ქალაქის გარეუბანში სიმბოლურ ფასად გადმოგვცემს მიწის ნაკვეთს.

ერთიანი ძალებით მოეწყობა ძაღლების თავშესაფარი, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ჩვენი გამოცდილი კადრები.

ვინც იზიარებთ ამ იდეას, თქვენი თანხმობა გამოხატეთ კომენტარებში!

თუ უმრავლესობა მოიწონებს ამ აზრს, ხვალ გამოვაცხადებთ საბანკო რეკვიზიტებს.

ახლა მოქმედების და გვერდით დგომის დროა!

ერთად ხომ სასწაულებს ვახდენთ!!!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!" - წერს ელიზბარაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ტატა
ვეტანხმები ბატონი თამაზის აზრს.სიამოვნებით დაგეხმარებით რითიც შემეძლება,
19:04 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
nini
სიამოვნებით დაგეხმარებით რითიც შემეძლება,რეკვიზიტები გამოაქვეყნეთ
10:30 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
ძალიან კარგი იდეაა.რომლის განხორციელებასაც შევძლებთ ერთიანი ძალით.კარგი იქნება თუ სახელმწიფო გამოყოფს ძაღლების თავშესაფრისთვის ადგილს.ვფიქრობ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე საკმაოდ ვრცელი ადგილია იმისათვის რომ ძაღლების თავშესაფარიც გაკეთდეს და ზოოპარკიც.გვერდიგვერდ.თან ივანიშვილმა ახალი ზოოპარკის აშენება თავის თავზე აიღო.ჩვენ კი ცუგოების თავშესაფრის აშენებას შევუდგეთ.ძალა ერთობაშია.
01:57 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
შორენა
შეუძლებელია, ვინემ არ გაიზიაროს ეს სამწუხარო ფაქტი! ერთად გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები! გაავრცელეთ, გთხოვთ!
01:16 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
ძალიან კარგი იდეაა.იქნებ სახელმწიფომ გამოყოს ტერიტორია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე .იქ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა ახალი ზოოპარკიც გაკეთდეს და ახალი თავშესაფარი ჩვენი ცუგრუმელა ძაღლებისთვის.ივანიშვილმა განაცხადა რომ ახალი ზოოპარკის ასაშენებლად იზრუნებდა.ჩვენ კი ძაღლების თავშესაფარზე ვიზრუნოთ.ერთიანი ძალებით ყველააფერს შევძლებთ.
01:16 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ნამდვილად ვეტანხმები ბატონი თამაზის აზრს,ნამდვილად საჭიროა რომ მოუფრთხილდეთ და დავეხმაროდ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მე მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში.
20:49 / 14-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS