05 ნოემბერი, 2014
ნათია ფანჯიკიძე: „გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზში-თქო“
მინისტრი, რომელიც ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას და შესყიდვებსა და ტენდერებს თავის მეგობრებს აძლევს, ვერ დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე , - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე საათის წინ და თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა.

მისი თქმით, მან მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ალასანიასგან მხოლოდ დაუსაბუთებული და არაარგუმენტირებული პასუხი მიიღო... ირაკლი ალასანია მინისტრობიდან გათავისუფლებულია.

დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს

- "ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! და გზა, რომელიც სწორია"...

ნათია სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვართ, რადგან მხიარული და გულახდილი სტატუსების წერისგან ყველა მოქმედი მაღალჩინოსანი ცოლისგან განსხვავებით თავს არასოდეს იკავებს. ამიტომ მის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და უწერდნენ, რომ მასში პირველ ლედის ხედავდნენ, რაზეც ნათიამ შემდეგი კომენტარი დაწერა:

"არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზში-თქო? მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის, მერე ვუტირებ მე მაგას დედას! ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ ვიზამ " - წერს ნათია ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ალასანიას პარიზში ვიზიტზე ორაზროვანი განცხადება გაკეთა, რასაც მის ირად ცხოვრებაზე არცთუისე სასიამოვნო ჭორები მოჰყვა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლიკა
ინტელექტი და ინტელექტუალური ოჯახისშვილობა ძალიან დასაფასებელია.თუ ამას კარგი იუმორის გრძნობა ემატება, ხომ საერთოდ... ძალიან მიყვარხარ ნათია.ღმერთი ფარავდეს თქვენ ლამაზ ოჯახს.
13:33 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
тоже мне,რაააა. ტიპები.
10:53 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
გოგო შენ რა უტვინო ყოფილხარ,შენი დის ნამინისტრალი არ გაიშვა.თქვე ბოთეებო, კიდევ კარგი რომ გადაშენდით. უკან არცმოიხედოთ ლენჩებო.
01:35 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მიყვარხართ,ირაკლი,ნათია......
21:05 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
ნათელში იყოს გურამ ფანჯიკიძის სული. ერთი ხომ მაინც გაზარდა ვეფხვეთან მეომარია.
21:04 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS