მისი თქმით, მან მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით ალასანიასგან მხოლოდ დაუსაბუთებული და არაარგუმენტირებული პასუხი მიიღო... ირაკლი ალასანია მინისტრობიდან გათავისუფლებულია.
დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს
- "ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! და გზა, რომელიც სწორია"...
"არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზში-თქო? მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის, მერე ვუტირებ მე მაგას დედას! ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ ვიზამ " - წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ალასანიას პარიზში ვიზიტზე ორაზროვანი განცხადება გაკეთა, რასაც მის ირად ცხოვრებაზე არცთუისე სასიამოვნო ჭორები მოჰყვა.
სალომე დადიანი




















