- ტომას, გვარად ჯალაღონია ხარ, რატომ დაირქვი ჯალაკი?
- ეს ჩემი სასცენო სახელია.
- დიდი მითქმა-მოთქმაა შენს გარშემო ატეხლი.
- ცუდს ლაპარაკობენ ვიცი.
-
- რა სისულელეა, აბსოლუტური დეზინფორმაცია. მე მინდოდა და გავაკეთე. ფული რა შუაშია. ზოგადად ფულის აღება გაწეული სამუშაოსთვის სირცხვილი არაა, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივა იყო, კონკურსანტებს „ნიჭიერში“ ფულს ნამდვილად არავინ უხდიდა. „რუსთვი 2“ უბრალოდ დამეხმარა ამ ნომრის მომზადებისთვის. ეს იყო და ეს.

- ტომას, შენს "ფეისბუქზე" ლელა წურწუმიას დედის ფოტოები აღმოვაჩინე. იცნობ ქალბატონ ნინოს?
- კარგად ვიცნობ, ახლო ურთიერთობა გვაქვს. გამოფენა რომ მქონდა მაშინ გადავიღე მისი პორტრეტები.
- ე.ი. ფოტოგრაფიითაც ხარ გატაცებული.
- ფოტოგრაფია, რეჟისურა, ყველაფერი მაინტერესებს. ფილმიც მაქვს გადაღებული, „განწირულები“, სადაც მსახიობი, თამარ მაყაშვილი მონაწილეობს.
- კიდევ რომელი ცნობილი ქალბატონი გადაიღე?
- მეტი არავინ. ეს იყო ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი. პორტრეტისთვის ქალბატონი ნინო გადავღე.
იხილეთ ასევე
ნინო მჭედლიშვილი




















