29 ოქტომბერი, 2014
ყოფილი მანდატური, რომელმაც ''ნიჭიერში''როიალზე სასქესო ორგანოთი დაუკრა
ეს ხელოვნებაა, უბრალოდ, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს ტომას ჯალაკი, - ამ სახელითა და გვარით ''ნიჭიერის''სცენაზე 23 წლის ბიჭი გამოვიდა. როილზე ცოცრით უნდა დავუკრაო, რომ თქვა, ჟიურიმ რამდენჯერმე გაამეორებინა ეს სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ტომასს კარგად სცოდნია ძველი ქართული და ისიც, რომ ეს სიტყვა ძველ ქართულად მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. სწორედ ფალოსით სცადა როიალის დაკვრა, თუმცა შემდეგ ტურში არ გადაიყვანეს. ტყავის შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილმა ტომასმა ჯერ სტრიპტიზის ცეკვა სცადა, თეთრი პერანგი ტანზე შემოიხია, მერე შარვალი გაიხადა,
ახდილ როიალს ამოეფარა, ხელები მაღლა ასწია და სხეული ჩართულ ფონოგრამას ააყოლა, იმ იმედით, რომ ყველას დაგვარწმუნებდა, რომ როიალზე სწორედ მამაკაცური ღირსებით უკრავდა.
ჩემი სათქმელი მაქვს, არ გამაწყვეტინოთ, შეკითხვებს მერე ვუპასუხებო, გვითხრა ინტერვიუს წინ.

- მე მაინტერესებს, ვინ არის საზოგადოება და სად არის საზოგადოება. ვინც ეპოქას ქმნის, თუ ვინც საქართველოს ისტორიას წერს? საზოგადოებას ორ ფენად ვყოფ, ლოიალური მაყურებელი, რომელიც ბოლომდე გისმენს და ესმის შენი და სკეპტიკური, ჩასაფრებული საზოგადოება, რომელიც ძირს გითხრის. ზუსტად ვიცი, რომ მაყურებელს ძალიან ბევრი შეკითხვა გაუჩნდება ''ნიჭიერში''ჩემი ნომრის ნახვის შემდეგ. ამიტომ მინდა, პასუხი გავცე მათ, ვინც ჩაკეტილია და 24 საათი, საჯდომის დაბუჟებამდე ზის კომპიუტერთან მხოლოდ ერთი მიზნით, რომ სხვა გააკრიტიკოს. ასეთი ხალხის აზრი არ მაინტერესებს. უამრავი კრიტიკული, სალანძღავი კომენტარი წავიკითხე ჩემ შესახებ, ბევრმა ტრადიციები შემახსენა. რომელ ტრადი-ციებზე მელაპარაკებიან, საქართველოს ისტორია არ იციან! მაგათ ტრადიციები ღვინის სმა, გათიშვა და მეორე დღეს ვინ სად აღებინა, იმის მოყოლა ჰგონია.
მე სპორტსმენი ვარ, ბოდიბილდერი. არ ვსვამ, არ ვეწევი, ვვარჯიშობ. პროფესიით ტელეოპერატორი ვარ. ''მაესტროზე''ვმუშაობდი. გადაღებული მაქვს ფილმი ''განწირულები''. და-ვამთავრე პოლიციის აკადემია. ვიყავი პირველი მანდატური რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში. კარგად ვიცი, ბავშვის და დიდის ფსიქოლოგიაც. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი ''ჰალოეფექტი'', რაც ნიშნავს ერთი თვისებით ადამიანის განზოგადებას. როცა ადამიანი კარგად მღერის, იმას არ ნიშნავს, რომ მას კარგი ხასიათიც აქვს, ან კარგი კულინარიც არის. ერთი თვისებით, ნიჭით ან ქმედებით ადამიანის შეფასება არ შეიძლება.
- როგორ გგონია, ვინ გაგაკრიტიკებს?
- ცხოვრებაზე გამწარებული, დაბოღმილი ადამიანები, ''დევკა''გეები, რომლებსაც ცხოვრებაში არ გაუმართლათ.
- მართლა ასე ფიქრობ, რომ მხოლოდ ეს ნაწილი გაგაკრიტიკებს?
- ვინც მომისმენს და მიხვდება, რისი თქმა მინდოდა ამით, ნაკლებად კრიტიკული იქნება.
- რისი თქმა გინდოდა?
- ეს იყო ჩემი პროტესტი. ამით ვთქვი ახალგაზრდობის სათქმელი, რომ ახალგაზრდობა იმედგაცრუებულია, დაბნეულია. ზოგი ''ბირჟაზე''დგას, ზოგი ნარკომანია, ზოგი ალკოჰოლს ეძალება, ფსიქიკურად ვერ არის. მათ მიხედვა, დახმარება სჭირდება. მე დავამსხვრიე სტერეოტიპი, რომელიც პროვინციულ საზოგადოებაში, მათ დამჭკნარ, დაობებულ ჩარჩოებში არსებობს, რომ არ შეიძლება, ქართველი კაცი შოუს დგამდეს სცენაზე. რატომ არ შეიძლება? ეს ხელოვნებაა, უბრალოდ, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს.
- ძალიან გაბრაზებული, გაღიზიანებული ჩანხარ. არ ელოდი ამ გამოხმაურებას
- ველოდი, რომ არ მომიწონებდნენ, რომ შენ გენაცვალეო, არ მეტყოდნენ და არც ჩემს სადღეგრძელოს დალევენ ხვალ, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა. საქართველო ერთი პატარა სოფელია, რომელშიც ძალიან ბევრი სოფლელი ცხოვრობს და მათ თავისებურად უნდა მიაწოდო შენი ხელოვნება. მე ეს ვცადე. სამყარო თეატრია, ჩვენ მსახიობები ვართ. თეატრში მაყურებელიც არის, ზოგი ტაშს გვიკრავს, ზოგი გვაფურთხებს, გვაგინებს. მე მზად ვიყავი ამისთვის. უბრალოდ, გული მწყდება, უმრავლესობა ფარისეველი, ჭორიკანა რომ არის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ხელოვნება.
- ჟიურიმაც არ მოგიწონა გამოსვლა, არ გადაგიყვანეს შემდეგ ტურში...
- არ მომიწონებდა, იმიტომ რომ არასრულწლოვნებით იყო დარბაზი სავსე. ასე რომ არ ყოფილიყო, ზუსტად ვიცი, გადამიყვანდნენ შემდეგ ტურში. ერთი რამ გამკვირვებია, ''რუსთავი 2''-ს რატომ ადანაშაულებენ ამ ნომერში. ეს მთლიანად ჩემი მოფიქრებული ნომერი იყო. ძირითადად, ქალბატონები მაკრიტიკებენ და გეებ
მე ვარ ტომას ჯალაკი, რომელიც ქართულ შოუბიზნესში სკანდალით შემოვედი, დავდე ბომბი და ვისთვის როგორ აფეთქდება, არავინ იცის. საქართველოში კარგად რომ მიხდიდნენ, პორნოვარსკვლავიც კი გავხდები. არავის აზრი არ მაინტერესებს. ასე აკრიტიკებდნენ შორენა ბეგაშვილსაც, რუსთაველი ვარ მეც და ვიცი, რა გამოიარა შორენამ, მაგრამ მიაღწია მიზანს და გახდა ვარსკვლავი. სიამოვნებს ის, რასაც აკეთებს. მეც დიდი სიამოვნება მივიღე, როცა ჩემი ცოცრით როიალზე დავუკარი.
- შენი ოჯახი როგორ შეხვდა შენს ამ შოუს?
- ჩემი ძმები ამიმხედრდნენ, სამი ძმა მყავს. რას იტყვის ხალხიო, მითხრეს. არავინ არ იცოდა ოჯახში, რასაც ვაპირებდი. არავინ წამიყვანია ჩაწერაზე. იცით, რა ვუპასუხე ძმებს? ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს-მეთქი.
- მშობლებმა რა თქვეს?
- მამა გარდაცვლილი მყავს. დედა ყოველთვის მიგებდა და ვფიქრობ, ამასაც გაიგებს.
- რამდენჯერმე არც ისე კარგ კონტექსტში ახსენე არატრადიცული ორიენტაციის ადამიანები. როგორია შენი სექსუალური ორიენტაცია?
- მე ვარ ჰეტეროსექსუალი.
- ორშაბათის შემდეგ, ეს შენი ნაღმი რომ აფეთქდება, რას აპირებ, დაიმალები თუ პასუხს გასცემ ყველას, ვისაც აგრესია გაუჩნდება?
- დამალვას არ ვაპირებ. მტრის ჯინაზე არ ჩავიკეტები. ემპათია ყოველთვის იქნება. ისეთებიც იქნებიან, ვინც ამას მომიწონებს. მე ვჭირდები შოუბიზნესს, შემოთავაზებებს დაველოდები. ნათქვამია, რომ სხვა სხვის ომში ბრძენია, ვისაც ჩემი გამოსვლა გააღიზიანებს, მინდა, მათ ვურჩიო, გადართეთ სხვა არხზე!..

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ციცო
აგარაფერია სირცხვილი-ისე როიალისატვის ეგ რომ არ გეკადრებინა არ ჯობდა? მე ნეიტრალური ადამიანი ვარ და მონანიებისკენ მოგიწოდებ-მოვა დრო და ინანებ კველაფერს (სენ მხოლოდ თავის გამოცენა გამოზრავებდა-სიერცხვილია)
12:59 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
სად არის მანდ ხელოვნება,შე მართლა სოფლელოოოოოო
22:35 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონას
მაგრად ვიცინე, კარგი იყო:)))
10:11 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
Martla shoumenia es arseba DA Dalian nitieric ESE mteli sakartvelos ertad ar uxalisia magari xar me shen orietanciashi very verkvevi pidarastixar tu ra magram dabneul klouns upro gavxar daibenu unda genaxebina parulavastvis rogor gexvwtwboda gogo she martla cocaro
07:44 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დაანებეთ რა ხალხო თავი შავი პიარი უნდა და ნუ უკეთებთ პიარს თავისი ცხოვრება აქვს 1000 გიჯია
01:42 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS