07 ოქტომბერი, 2014
ლევან ჯავახიშვილმა "იმედი" დატოვა - „ბოდიში თუ ოდესმე გაწყენინეთ...“
მენატრება მაყურებელი, რომელსაც ბოდიშს ვუხდი სამი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იმედზე" თეა სიჭინავა 8 საათიან "ქრონიკას" წაიყვანდა, ლევან ჯავახიშვილი კი არხიდან გაუშვეს. თუმცა ეს ამბავი ლევანმა არ დაადასტურა. თეას უკვე ორი კვირაა და "იმედზე" მთავარი საინფორმაციო მიჰყავს. ჯავახიშვილი კი დღის საინფორმაციოში გადაიყვანეს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ისე მარტივად ყოფილა, რადგან ჯავახიშვილმა არცი ნამდვილად დატოვა. ამის შესახებ ვრცელი სტატუსი ერთი საათის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

"იმედი"... არხი რომელიც მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად სულით
ხორცამდე იმედის ვარ და იმედი ჩემია... აქამდე მხოლოდ სამ ტელევიზიაში მიმუშავია, 1 არხზე 2000-2003წ.წ. იმედი 2003-2007წ.წ. 2009-2012 ისევ 1 არხი, 2013წელი  -  მე-9 არხი და 2013-2014 ისევ იმედი.

დღემდე ვამბობ რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი(2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი რაც კი ტელესივრცეში ყოფილა... და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა.

მინდა, ახლანდელი იმედის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა და სიყვარულში გამოვუტყდე.. მადლობა ქრონიკის გუნდს სითბოსთვის და გვერდში დგომისთვის! მიყვარხართ ბავშვებო! ძალიან გული მწყდება... მაგრამ თქვენი ვარ და ვიქნები სულით და გულით! გეფერებით თითოეულს! განსაკუთრებული მადლობა მაყურებელს.

თქვენ ჩემო ძვირფასებო, ადამიანებო, რომლებმაც იმდენი სითბო მომეცით, რომ ამ სითბოს ვატარებ გულში ახლაც... ერთმანეთს ახალ არხზე შევხვდებით, რომელიც ჯერ ფეხს იდგამს და ვიმედოვნებ რომ ვიმეგობრებთ! მეამაყება ჩემი "იმედი"...

ძველი იმედი და ახლანდელი! მეამაყება და მენატრება მაყურებელი, რომელსაც ბოდიშს ვუხდი... ბოდიში თუ ოდესმე გაწყენინეთ რამით ან იმედი გაგიცრუეთ! მიყვარხართ და მენატრებით! თქვენი ლევან ჯავახიშვილი" - წერს ლევანი.

იხილეთ ასევე


სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მართა
ამდენი ხნის ოჯახს და შვილებს რომ დატოვებს,იმ კაცს სამსახურის დატოვება გაუჭირდება.... მეტი დარდი არ მოგცეთ უფალმა)))))))
11:51 / 14-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ძალიან დამწკდა გული,გაუგებარია რა მიზეზიტ დატოვა არხი,მაგრამ ზუსტად ვიცი ჯავახიშვილისნაირი ჟურნალისტები და პიროვნებები,არ არიან ბევრნი!! ლევან წარმატებებს გისურვებ!!!
19:40 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ვინც ნაცხროვას ემსახურებოდა პირდაპირ თუ ირიბად და ემსახურება,ის არ მიმაჩნია ჟურნალისტად,ის არის მიშა ნაძირალას ჭ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი!!!იმედია,გახსოვთ ამ ლევანის "ღვაწლიც",როცა ნაცხროვას ემსახურებოდა!!!სამწუხაროდ,თითქმინ ყველა გაიყიდა ფულზე!!!მიდიან და მოდიან ასეთი უღირსები....ასე რომ,არც არავისზე გული არ მწყდება,ვინც ღირსებას მონობაზე სცვლის!!!
19:11 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რატომ უნდა გადაეყვანათ დღის ქრონიკაში, 8საათიანი ცუდათ მიყავდა? მეც აღარ ვუყურაბ ქრონიკას რაც ლევანს აღარ მიყავს .ლევან
21:26 / 12-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ძალინ დამწყდა გული.ძალიან მიყვარდა ლევანის წაყვანილი ქრონიკის ყურება.რაც ლევანი აღარ არის ჻რონიკის წამყვანი,ვეღარ ვუყურებ ქრონიკას.მადლობა ლევან შენი პროფესიონალიზმისათვის და იმ სიყვარულისთვის,რასაც ყოველთვის გამოხატავდი ეთერის დროს....ძალიან მომწონხარ და მიყვარხარ.წარმატებას გისურვებ...იმედისგასაგონად კი ვიტყვი,რომ ბეევრი დაკარგა ლევანის წასვლით ამარხიდან
13:01 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ლევანს ალბათ გული დაწყდა დღის საიფორმაციოში რომ გადაიყვანეს და იმიტომ წამოვიდა, თორემ ქორწილიც კი გადაუხადეს და იმდენი საჩუქრები გაუკეთეს. მეტი რა უნდოდა.აბა დიანასა და ზაალ უდუმაშვილივით უცვლელი ხომ არ უნდა ყოფილიყო.
01:57 / 08-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
ლევან ჯავახიშვილის არხიდან გაშვება მე მგონი უგუნურებაა. ლევანი ნებისმიერ ტელევიზიას დაამშვენებს. ასეთი პროფესიონალი არ დაიკარგება. მე პირადად სადაც მომავალში ის იმუშავებს იმ ტელევიზიის მაყურებელი გავხდები. გმადლობთ ლევან!
17:06 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლირა
ძალიან გულდასაწყვეტია ლევანის იმედიდან წასვლა. ყოველთვის კარგად მიჰყავდა გადაცემა, დამაჯერებლად, აკადემიურად, ობიექტურად, მთელი პროფესიონალიზმით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალს უხაროდა მისი დანახვა და მშვენიერი ხავერდოვანი ხმის მოსმენა. თეა სიჭინავას 8 საათიანი კი ნამდვილად არ მომწონს. ახალი ამბები შოუთ გადააქცია და მთელი მონდომებით უწევს ოპონირებას მიწვეულ სტუმრებს, ლაპარაკს არ აცლის და ყაყანებს თავისი საზიზღარი ხმით და საშინელი საუბრის მანერით. ყოველთვის ველოდი 8-ზე ქრონიკას, ახლა კი აღარ ვრთავ, 9-ზე კურიერს ველოდები. ლევან ჯავახიშვილისნაირი სახე არხს ნამდვილად არ უნდა დაეკარგა. მაყურებელს ის ძალიან მოსწონდა და ჩემი აზრით ტელევიზია მაყურებლისთვის მუშაობს.
14:22 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS