08 სექტემბერი, 2014
ლევან ჯავახიშვილი: ''თუ იქნება სხვა არხიდან შემოთავაზება, განვიხილავ ამ წინადადებას...''
''იმედის'' არხზე იგეგმება ბევრი სიახლე ახალი სატელევიზიო ეთერი ბევრ სიახლეს გვპირდება. სიახლეები იგეგმება ტელეკომპანია ''იმედშიც''. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არხის საინფორმაციო წამყვანი აღარ იქნება ლევან ჯავახიშვილი და რომ მას არხი დაატოვებინეს. ლევანმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში არ დაადასტურა.

- ლევან, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''იმედზე'' საინფორმაციო გამოშვებას თეა სიჭინავა წაიყვანს და თქვენ არხიდან გამოგიშვეს. მოგვიანებით ''ფეისბუქზე'' დაწერეთ, რომ ადასტურებთ არხზე ცვლილებებს, მაგრამ წასვლას არ აპირებთ და არც არავინ მიშვებს... თუ მე არ ვიცი და რამე სხვა ამბავიაო.
შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება რეალურად?

- ''იმედის'' არხზე იგეგმება ბევრი სიახლე, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმას, რომ მე სადღაც მივდივარ. ჯერჯერობით არხზე ვრჩები.
- ძველებურად საინფორმაციოს წაიყვანთ?
- კი, ძველებურად საინფორმაციოს წამყვანი ვიქნები.
- თქვენი არხიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია, რის საფუძველზე გავრცელდა?
- მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი. ყოველშემთხვევაში იმის შესახებ, რომ არხიდან მივდივარ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. თუ იქნება სხვა არხიდან შემოთავაზება. განვიხილავ ამ წინადადებას. რა პრობლემაა... ნებისმიერი ადამიანი განიხილავს მსგავს შემოთავაზებას. ეს ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესია.
- ხომ არ ყოფილა საუბარი, რომ თქვენ საინფორმანციო წამყვანობის მაგივრად პოლიტიკური თოქ შოუ წაიყვანოთ, როგორიც თეა სიჭინავას მიჰყავდა?
- არა, არხზე ასეთი ცვილება არ იგეგმება.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ზოია
ზალიან მწყდება გული ლევანი ყველაზე მაგარი წამყვანი იყო იმედმა დაიბრუნა რეიტინგი 2013 წლიდან ეხლა ტანდატან კარგავს უყურებადი ხდება დააბრუნეტ ლევანი
11:18 / 07-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
მივმარტავ ტელეკომპანია იმედს, არ დაუშვას ეს შეცდომა, ქრონიკას ამ კაცის გამო ვუყურებთ, ერთადერთი წამყვანია რომლისგანაც ამბის გაგება შეგიძლია, დავიღალეთ პოლიტაჟიტირებული კადრების ეტერში ყურებით!
16:48 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯჯჯ
ვეთანხმები თეკლას!
10:00 / 09-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
სირცხვილი იმედს! ამაზე უკეთესია წიკვინა თეა სიჭინავა? უსამართლობა ბატონობს ყველგან!
19:16 / 08-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS